სოხუმის თეატრმა თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა

soxumis teatri

1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1-ელიდან 4 ივნისის ჩათვლით, თბილისში, უკვე მეოთხედ გოგი თოდაძის სახელობის თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი / Tbilisi Children & Youth International Theatre Festival იმართება.

წლევანდელ ფესტივალზე საქართველოს ჩათვლით მონაწილეობს 6 ქვეყანა – 10-მდე სპექტაკლით; ასევე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის თეატრის მიმართულებით დაიგეგმა საერთაშორისო ვორქშოფები, როგორც დრამატული, ისე თოჯინური თეატრის მიმართულებით. 

ისევე როგორც შარშან, წელსაც სოხუმის თეატრი აღნიშნული ღონისძიების ერთ-ერთი თანაორგანიზატორი და მასპინძელი გახლდათ და 1-ელ ივნისს, 20.00 სთ-ზე სოხუმის დრამატულ თეატრში (მის: დ. უზნაძის ქ. N68) თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. პირველი ნაწილი ეროვნული სასახლის ანსამბლების პროგრამას დაეთმო, ხოლო მეორეზე ჩინეთის თეატრის ასოციაციის საბავშვო თეატრმა, საქართველოში საგასტროლო სპექტაკლიდან ნაწყვეტები გაითამაშა. 

სოხუმის თეატრი 2  ივნისსაც მთელი დღის განმავლობაში მასპინძლობდა პატარებსა და მოზარდებს.  თავისუფალი დასწრების ფარგლებში წარმოდგენილი იყო სპექტაკლები: „აისია“ (მარნეული, საქართველო), „პატარა პრინცი“ (სომხეთი) და „ხმაური და ტროლები მთებში“ (საფრანგეთი/საქართველო).  

ორგანიზატორების განმარტებით, ფესტივალის მიზანია თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია, ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენა, საბავშვო და ახალგაზრდული თეატრალური სტუდიების საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა, მოზარდთა შემოქმედების ერთმანეთისთვის გაცნობა და გამოცდილების გაზიარება. 

Sokhumi State Drama Theatre • სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი 

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები