ტაჯიკეთის ეროვნულმა ავიაკომპანიამ Somon Air-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი რეგულარულ რეისი შეასრულა.
TAV GEORGIA-ს ინფორმაციით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიარეისები დუშანბე – თბილისის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათსა და ოთხშაბათს შესრულდება. ავიაკომპანია ფრენებს B737-800 და B737-900 ტიპის ბორტებით შეასრულებს.
Somon Air- ი რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს 25 ქვეყანაში ახორციელებს.