გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

შვეიცარიელმა ჟურნალისტებმა საქართველოში იმოგზაურეს

ყველა სიახლეზე დაბრუნება
shveicarieli jurnalistebi
shveicarieli jurnalistebi

შვეიცარიულ ავიაკომპანია Edelweiss-თან ერთობლივი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ შვეიცარიიდან მაღალრეიტინგული გამოცემების, ონლაინ მედია პლატფორმებისა და დოკუმენტური ფილმების წარმომადგენლებს, ასევე ბლოგერებს უმასპინძლა.

„საქართველოში ბევრი ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა:  British Airways-ი, Transavia France-ი, easyJet-ი და Edelweiss-ი. ახალი ავიახაზები, ახალი სიხშირეები უზრუნველყოფენ საქართველოში ბევრად მეტი მოგზაურის ჩამოყვანას. ახლაც, Edelweiss-ის პირველ რეისს მედია ჯგუფი ჩამოჰყვა, ეს მედია ტური ერთობლივად განვახორციელეთ Edelweiss-თან ერთად და ერთი კვირის განმავლობაში ჟურნალისტები, ბლოგერები, ვიდეოგრაფები საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოინახულებენ, მოამზადებენ სტატიებსა და ვიდეო რგოლებს, რომ გააცნონ მოგზაურებს საქართველო და ჩვენი ქვეყანა მოხვდეს წლის სამოგზაურო მიმართულებებს შორის“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

შვეიცარიული მედიის 10-მდე წარმომადგენელი თბილისში, უფლისციხესა და მცხეთაში იმყოფებოდა. ჟურნალისტები და ბლოგერები კახეთს ეწვივნენ დაათვალიერებენ ღვინის მარნებს, სპეციალურად სტუმრებისთვის  ღვინის მასტერკლასები და ქართული კერძების დეგუსტაცია გაიმართა.

„ორი შესანიშნავი დღე გავატარეთ უკვე საქართველოში, ძალიან ლამაზი ქვეყანა და თბილი ხალხია, ძალიან მომეწონა ქართული კერძები და ღვინო, საქართველოში მიღებული პოზიტიური გამოცდილების შესახებ სტატიას ვამზადებ“-აცხადებს  გამოცემა ბლუვინის რედაქტორი სვენ ზგილერი.

„ საქართველოში ყოველთვის მინდოდა ჩამოსვლა, ეს არის ქვეყანა, რომელიც უნდა აღმოაჩინო.  ვფიქრობ ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვა შვეიცარიიდან საქართველოში, პირველივე ფრენაზე ბორტი სავსე იყო, ეს ნიშნავს, რომ ბევრს უნდა საქართველოში მოგზაურობა, საქართველო ძალიან მიმზიდველია, გამოირჩევა კულტურითა და კულინარიით“-ამბობს ლორენ ბედელი ფოტოგრაფი.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ პირდაპირი ფრენები დავიწყეთ ციურიხსა და თბილისს შორის, ჩვენ ძალიან მოწადინებულები ვართ ბევრი შვეიცარიელი მგზავრი ჩამოვიყვანოთ საქართველოში, ამ მშვენიერ ქვეყანაში, სადაც ძალიან გემრიელი კერძებია, თბილი ხალხია. საქართველო გამოირჩევა მრავალფეროვნებით“-ცხადებს ავიაკომპანია Edelweiss-ის წარმომადგენელი მიქელე კატანიო.

შვეიცარიელი ჟურნალისტები და ბლოგერები  ავიაკომპანიის „Edelweiss“-ის ახალი პირდაპირი ავიარეისის,  ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებასთან დაკავშირებით, ასევე საქართველოს ტურისტული პროდუქტების, კულტურის, ბუნების, სამზარეულოსა და ღვინის შესახებ სტატიებს, სიუჟეტებს, ვიდეორგოლებს, პოსტებს, სთორებსა და რილსებს მოამზადებენ. კამპანიის მიზანია შვეიცარიიდან საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვა და საქართველოს მიმართულების პოპულარიზაცია შვეიცარიის ტურისტულ ბაზარზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…