გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

„შემცირება გვაქვს, რამდენიმე ტური გაგვიუქმდა“ – გიდი

ყველა სიახლეზე დაბრუნება
chineli gidebi
chineli gidebi

სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით ზაფხულის სეზონზე საქართველოს ტურისტები აშშ-დან, ევროპიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან სტუმრობენ.

„კომერსანტი“ დაინტერესდა რა მოლოდინებია სექტორში, რა გავლენა იქონია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა.  თემაზე, „კომერსანტთან“ სერტიფიცირებულმა სათავგადასავლო გიდებმა სალომე კვარაცხელიამ და დიტო კალუაშვილმა ისაუბრეს. 

როგორც საფეხმავლო გამყოლი სალომე  კვარაცხელია  აღნიშნავს, მის  შემთხვევაში ტურების გაუქმებას ადგილი არ აქვს და აქტიურ და დატვირთულ სეზონს  ელოდება, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ მის კოლეგებს  აქვთ  შემთხვევები, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო ტურები გაუუქმდათ. 

„მე ფრილანსერი გიდი ვარ, ჩემთვის  ტურისტებს  ტურები არ გაუუქმებიათ, მთელი სეზონი უკვე გაწერილი მაქვს, ძირითადად ჯგუფებს ველოდები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და გერმანიიდან. ტურისტები დამყავს მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე გადავდივართ სომხეთშიც.

რაც კოლეგებთან მისაუბრია, ზოგიერთი მათგანის შემთხვევაში ჯავშნები შემცირებულია, მაგალითად ზოგ მათგანს ისრაელელების ჯგუფის  ტური გაუუქმდათ, რაც ისრაელში მიმდინარე მოვლენებით არის გამოწვეული. კიდევ  ერთმა კოლეგამ მითხრა, რომ  ჰქონდათ ტურისტებთან მოლაპარაკებები და ძლივს შეინარჩუნებს ჯგუფები, მიზეზად ქვეყანაში არსებულ დემონსტრაციებს ასახელებდნენ და ამბობდნენ რომ უსაფრთხო არ არის.

ვინც წლებია ამ სფეროში ვმუშაობთ, თებერვალ-მარტში უკვე ჯავშნები გვაქვს და ვიცით, როგორი ზაფხული გვექნება, ამ მონაცემებით შემიძლია ვთქვა, რომ დატვირთული სეზონი მექნება“ – აღნიშნა სალომე კვარაცხელიამ. 

სერტიფიცირებული სათავგადასავლო გიდი დიტო კალუაშვილი აღნიშნავს, რომ მის შემთხვევაში ტურების გაუქმება მოხდა. მისივე თქმით წლევანდელ წელს მოლოდინი მაღალი იყო, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო ტურისტებმა საქართველოში სტუმრობა გადაიფიქრეს და სხვა ქვეყნებისკენ წავიდნენ. 

„მე საქართველოს მასშტაბით დამყავს ტურისტები, ჩამომყავს უცხოელები და ვაბინავებ ადგილობრივებთან, დავდივართ სვანეთში, თუშეთში, ბორჯომში, რაჭაში და ა.შ. 

წინა წელთან შედარებით შემცირება მაქვს, რამდენიმე ტური გაგვიუქმდა, რამდენიმეზე მწერენ, რომ აკვირდებიან ვითარებას და  ჯავშანს აჩერებენ. საქართველოში სათავგადასავლო ტურიზმი, ევროპაზე, აშშ-სა და კანადაზე მუშაობს, ასევე რამდენიმე  ჯგუფი გვყავს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან. ეს სწორედ ის ქვეყნებია, რომლებსაც  ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო პერიოდში არც თუ ისე კარგად მოიხსენიებენ. როდესაც მათი საელჩო წერს, რომ საქართველოში მოგზაურობა არ არის უსაფრთხო რა თქმა უნდა თავს იკავებენ, ჩვენც ხომ ასე მოვიქცეოდით. 

ზოგადად ასეთი ტურები რამდენიმე თვით ადრე იგეგმება, როდესაც ოქტომბერში არჩევნები მოდის და სექტემბერში რა ვითარება იქნება არ იციან, რა თქმა უნდა,  თავს იკავებენ და სხვა ქვეყნებში მიდიან, ამერიკელებს ჰქონდათ დაჯავშნილი და მომწერეს, რომ ხორვატიაში გადაწყვიტეს წასვლა.“ – აღნიშნა დიტო კალუაშვილმა. 

კალუაშილი ასევე აცხადებს, რომ მსოფლიოს მასშტაბით საფეხმავლო ტურებით ძირითადად ევროპელები ამერიკელები, კანადელები არიან დაინტერესებული, რაც  შეეხება პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებს,  კალუაშვილის თქმით, მათ გიდის გარეშე ლაშქრობა ურჩევნიათ. ხოლო არაბული ქვეყნების წარმომადგენლები თავგადასავლების მოყვარულები არ არიან.

commersant.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

AI ხილვადობა ტურიზმში - მოგზაური ხელოვნური ინტელექტით გეგმავს მოგზაურობას საქართველოში
აჭარა

AI ხილვადობა ტურიზმში: როგორ უნდა გამოჩნდეს ქართული ბიზნესი?

AI ხილვადობა ტურიზმში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მოგზაურები სასტუმროების, ტურების, რესტორნებისა და ახალი მიმართულებების მოსაძებნად ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებენ. ეს ცვლილება ქართულ ტურისტულ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობას აძლევს: მათი ინფორმაცია ისეთი…

მდგრადი ტურიზმი საქართველოში - ბუნება და ადგილობრივი ტურიზმი
აჭარა

რა არის მდგრადი ტურიზმი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ტურიზმის მომავლისთვის?

მდგრადი ტურიზმი ტურიზმის განვითარების თანამედროვე მიდგომაა, რომელიც ეკონომიკურ სარგებელს, გარემოს დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს აერთიანებს. მისი მიზანია ისეთი ტურისტული გარემოს შექმნა, სადაც დღევანდელი განვითარება მომავალ თაობებს ბუნებრივ, კულტურულ და…

ტურიზმის მდგრადობა და საერთაშორისო ტურიზმის გლობალური განვითარება - დედამიწა კოსმოსიდან
თბილისი

ტურიზმი 2026 წელს: რატომ აღარ არის ვიზიტორების რაოდენობა წარმატების ერთადერთი საზომი

სტატიის მთავარი სათქმელი იქნება: ტურიზმის ახალი კონკურენცია მხოლოდ მეტი ვიზიტორის მოზიდვაში აღარ მდგომარეობს. სულ უფრო მნიშვნელოვანია ტურისტის დანახარჯი, მოგზაურობის ხანგრძლივობა, ბაზრების დივერსიფიკაცია, მომსახურების ხარისხი და ტურისტული სექტორის მდგრადობა. ეს არის…