ანაკლიაში საზღვაო სეზონი ოფიციალურად 4-5 ივლისს გაიხსნება.
ორდღიანი პროგრამის ფარგლებში მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები გაიმართება როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და უცხოეთიდან ჩამოსული ვიზიტორებისთვის.
საზღვაო სეზონის გახსნის ღონისძიების ორგანიზატორები არიან სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და DMO სამეგრელო.
4 ივლისი
15:00 – საფესტივალო სივრცის გახსნა
15:00 – სპორტული ღონისძიებები
15:30 – დღის კონცერტი
20:00 – ჯგუფი „ურსა“ ორკესტრთან ერთად
21:30 – DJ გიგა პაპასქირი
5 ივლისი
15:00 – საფესტივალო სივრცე
15:00 – დღის კონცერტი
19:30 – ლინდა ადამია და ჯგუფი 1/4
21:00 – დუეტი „ჯორჯია“
22:30 – ელექტრონული მუსიკა
ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.


