სავიზო სააპლიკაციო ცენტრი აქციების გამო დდოებით დაიკეტა

britanetis saelcho

საქართველოში ბრიტანეთის საელჩო სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საელჩოში განმარტავენ, რომ სავიზო სააპლიკაციო ცენტრი, რომელიც პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, გუშინ დაიკეტა აქციისა და პოლიციის კორდონის გამო.

„ყურადღება, მნიშვნელოვანი განმარტება სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით. გაერთიანებული სამეფოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრი, რომელიც თბილისში, პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, გუშინ დაიკეტა, დილით მიმდინარე აქციისა და პოლიციის კორდონის გამო.

ყველას, ვისაც განაცხადი აქვს შეტანილი და ელოდება პასუხს, დაუკავშირდებიან სავიზო ცენტრიდან. სავიზო ცენტრი გაიხსნება, როდესაც შესაძლებელი იქნება ვიზიტორთა მიღება“, – აცხადებენ ბრიტანეთის საელჩოში.

bp.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები