გადასვლა მთავარ შიგთავსზე
იმერეთიtravelnews.ge

“სასტუმროს მშენებლობაზე 44 განცხადებაა შემოსული”

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Lileo - A New 4-Star Hotel Kutaisi
Lileo - A New 4-Star Hotel Kutaisi

“ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით, 44 განცხადებაა შემოსული, აქედან მშენებლობის ნებართვა 17-ზე გაცემული”, – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს” ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

როგორც ქალაქის მერია განმარტავს, ქუთაისში, საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებთან ერთად მეტწილად წარმოდგენილია – ბუტიკური სტილის, კონცეპტუალური სასტუმროები.


ქუთაისში მოქმედებს როგორც საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები, 
ასევე მრავალი ადგილობრივი სასტუმრო 

და საოჯახო სასტუმრო.

ქალაქში წარმოდგენილი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებიდან 

აღსანიშნავია Best Western Kutaisi,  სამვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო, რომელიც 

ქალაქის ისტორიულ ცენტრში მდებარეობს 

და 50-ნომრიანი სასტუმრო “ქუთაისი ინნ”. იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის” მიერ წარმოებულ ბაზაში, რომელიც მუდმივად ახლდება, ამ ეტაპისთვის 200-მდე სასტუმრო/განთავსების ობიექტია”, – აღნიშნულია “ბიზნესპარტნორისთვის” გამოგზავნილ ინფორმაციაში.


მათივე ინფორმაციით, ქალაქში ჯერ კიდევ ინფრასტრუქტურული საკითხები გამოწვევად რჩება, ასევე პრობლემურია საზოგადოებრივი ტრანსპორტის არასაკმარისი რაოდენობა და დასაქმების პრობლემა.


“ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტები უწყვეტად მიმდინარეობს და ეტაპობრივად ყველა მიმართულებას მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ქალაქს გადმოეცა 60 ავტობუსი და 10 მიკროავტობუსი, ამასთანავე ქუთაისიდან აეროპორტისა და სათაფლიის ტურისტული ლოკაციის მიმართულებით ხორციელდება რეგულარული რეისები, მუნიციპალური ტრანსპორტი ბოლომდე ვერ აკმაყოფილებს მგზავრთა მოთხოვნებს, არის უბნები, რომლებსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ მოიცავს. ეტაპობრივად, კვლავ მოხდება სატრანსპორტო საშუალებების დამატება.

რაც შეეხება დასაქმების პრობლემას, ქალაქში ბოლო პერიოდში ხელსაყრელი პირობებია შექმნილი საინვესტიციოდ, ხოლო ამ ინვესტიციების შედეგად, ძირითადად ადგილობრივი კადრები საქმდება. ამასთანავე, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ეფექტურად მუშაობს”, – ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ “ბიზნესპარტნიორისთვის” მოწოდებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…