გადასვლა მთავარ შიგთავსზე
სამეგრელო - ზემო სვანეთიtravelnews.ge

სასტუმრო CHUBU: გაყიდვები 50%-მდე გაიზარდა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
CHUBU
CHUBU

მესტიაში სასტუმრო Chubu-ს აღმასრულებელი დირექტორი მალხაზ უდესიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვები დაახლოებით 40-50%-ით გაიზარდა.

სასტუმროს დირექტორი მონაცემების ზრდას, სვანეთის მიმართ ტურისტული ინტერესის გაზრდას, უკავშირებს. მალხაზ უდესიანის ცნობით, მისი სტუმრები ძირითადად უცხოელები არიან.

“წინა წელთან შედარებით მოთხოვნა გაცილებით გაზრდილია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვები დააახლოებით, 40-50%-ით გაიზარდა. ივნისში დაახლოებით, 60%-იანი დატვირთულობით ვიმუშავეთ, ხოლო ივლისში 90%-ზე ავედით. რაც შეეხება აგვისტოს, მოლოდინი გვაქვს, რომ 70-80%-იანი დატვირთულობა გვექნება. ჩვენი მომხმარებლები ძირითადი ნაწილი უცხოელები არიან, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებიდან“, – აცხადებს მალხაზ უდესიანი.

მისივე თქმით, რეგიონში ინფრასტრუქტურული პრობლემებია, განსაკუთრებით გზა. მანვე აღნიშნა, რომ სვანეთში აქტიურად მიმდინარეობს ახალი სასტუმროების მშენებლობა და გზის პრობლემის მოგვარების შემდეგ  სვანეთს კიდევ უფრო მეტი ტურისტი ეწვევა.

ცნობისთვის, სასტუმრო Chubu მესტიაში მდებარეობს, რომელშიც 30 სასტუმრო ნომერია განთავსებული. 

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…

საქართველოში ზამთრის ტურიზმი - თეთნულდის სათხილამურო კურორტი.
აჭარა

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები 2026-2027 წლების ზამთრის ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან. სეზონის ოფიციალური გახსნა 20 დეკემბერს, გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში იგეგმება.

ზამთრის ტურიზმი საქართველოში ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი შესაძლებლობებით ხვდება. 2026-2027 წლების ზამთრის სეზონისთვის გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში მზადება მიმდინარეობს. პარალელურად, კვლავ აქტუალურია ისეთი გამოწვევები, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურა,…