სასტუმრო “ბორჯომი ლიკანი” ზაფხულის სეზონს მრავალფეროვანი შეთავაზებებით იწყებს. კომპანიის ინფორმაციით, მინიმუმ 3 ღამის დაჯავშნის შემთხვევაში მომხმარებლები ისარგებლებენ 25%-იანი, ხოლო 7 ან მეტი ღამის დაჯავშნისას 30%-იანი ფასდაკლებით. 7 და მეტი ღამის სამჯერადი კვებით დაჯავშნისას, სტუმრები ასევე საჩუქრად იღებენ სამედიცინო პროცედურების პაკეტს.
მათივე ინფორმაციით, “ბორჯომი ლიკანის” ვებგვერდზე ნომრის დაჯავშნისას ფასდაკლება ავტომატურად გააქტიურდება. მათთვის კი ვისაც მხოლოდ “ვიქენდზე” ან 1-2 დღით სურთ ქალაქის ხმაურს თავის გარიდება, ვებგვერდზე სპეციალური პრომო კოდის გამოყენებით მიიღებს 20%-იან ფასდაკლებას. აღნიშნული აქციით სარგებლობისთვის მომხმარებელმა ჯავშნების დაწყებამდე სპეციალურ ველში უნდა მიუთითოს პრომო კოდი: EBO
გარდა ამისა,, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში ნომრის დაჯავშნას და ღირებულების გადახდას მომხმარებლები ნაწილ-ნაწილაც შეძლებენ. ამ შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია დატკბეს შვებულებით, დაისვენოს და ღირებულება გადაანაწილოს 4 თვეზე, 4 თანაბარ ნაწილად, ყველანაირი დანამატის გარეშე.
“სამედიცინო და სპა ცენტრით დაინტერესებული სტუმრებისთვისაც გვაქვს განსაკუთრებული შეთავაზებები. მომხმარებლებს ვთავაზობთ 5 და 8-დღიან გასახდომ-დეტოქს პროგრამას, რომელიც ამ პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ასევე სპეციალურ ფასად გვაქვს პრესოთერაპია – ლიმფოდრენაჟის 5 პროცედურის პაკეტი. ასე რომ, “ბორჯომი ლიკანში” ყველა ტიპის სტუმრისთვის მოიძებნება სხვადასხვა შეთავაზება. დეტალური ინფორმაციის ნახვა ჩვენს ვებგვერდზეა შესაძლებელი,”-აღნიშნავენ სასტუმრო “ბორჯომი ლიკანში”.
bp.ge