საქართველო Wanderlust-ზეა წარმოდგენილი

Wanderlust

დიდი ბრიტანეთის უმსხვილესმა და გავლენიანმა სამოგზაურო პლატფორმა Wanderlust Travel Media-მ ყოველწლიური დაჯილდოების — Wanderlust Reader Travel Awards 2026-ის შერჩეული ნომინანტების სია გამოავლინა.

ექსპერტთა შეფასებისა და სარედაქციო ჯგუფის გადაწყვეტილებით, საქართველო საპატიო ნომინაციაშია  „ევროპის ყველაზე სასურველი ქვეყანა“.

Wanderlust-ის მიერ შერჩეულ ვიწრო სიაში მხოლოდ ევროპის გამორჩეული და მიმზიდველი ტურისტული მიმართულებები მოხვდნენ, გამარჯვებულს კი უკვე მოგზაურები და მკითხველები გამოავლენენ. 

ხმის მიცემა Wanderlust-ის გვერდზე დაიწყო და 27 ოქტომბერს დასრულდება.

საქართველოს მხარდასაჭერად გთხოვთ, ეწვიოთ გამოცემის ვებ-გვერდს: https://www.wanderlustmagazine.com/about-us/our-awards/2026-reader-travel-awards-voting-form/

Wanderlust Reader Travel Awards დაჯილდოება 25-ე წელია ტარდება და დიდ ბრიტანეთში ყველაზე მასშტაბურ სამომხმარებლო გამოკითხვად ითვლება. წლევანდელ გამოკითხვაში 200,000-ზე მეტი მომხმარებელი მიიღებს მონაწილეობას.

Wanderlust სამოგზაურო ჟურნალს ერთ-ერთი ყველაზე დიდი აუდიტორია ჰყავს დიდ ბრიტანეთში, მისი ტირაჟი 323,851 ეგზემპლარია, ხოლო ოფიციალურ გვერდზე 400 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები

Subscribe and get news