გადასვლა მთავარ შიგთავსზე
მცხეთა - მთიანეთიtravelnews.ge

სასტუმრო 50%-იანი დატვირთულობით მუშაობს – QUADRUM

ყველა სიახლეზე დაბრუნება
QUADRUM
QUADRUM

გუდაურში, სასტუმრო QUADRUM-ის დამფუძნებელმა ირაკლი ერისთავმა “ბიზნესპარტნიორთან” 2024 წელი შეაჯამა და ბოლო დროს, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ეფექტზე ისაუბრა. 

მისი ინფორმაციით, მიმდინარე პროცესების ფონზე სასტუმრო 50%-იანი დატვირთულობით მუშაობს, ჯავშნები არ გაუქმებულა და იანვარში კომპანია  80%-იან დატვირთულობას ელოდება.

ირაკლი ერისთავის თქმით, მოთხოვნა წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა და ანალოგიურია. 

“ჩვენი დამსვენებლები არიან უცხოელები. კერძოდ, როგორც ევროპული, ისე აზიური ქვეყნებიდან. ჯერჯერობით აქტიური სეზონი არ არის დაწყებული და იანვრის თვეში, ახალი წლის შემდეგ სხვადასხვა ქვეყნიდან  გვაქვს ჯავშნები. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვი, რომ გუდაურში წინა წელთან შედარებით რაიმე ცვლილებაა“, – აცხადებს ირაკლი ერისთავი.

სასტუმროს დამფუძნებლის განცხადებით, გუდაურში ისევ მოუგვარებელი რჩება ინფრასტრუქტურული პრობლემები, მათ შორის, ტროტუარები, ელექტროენერგიის მიწოდების ხარვეზები და ა.შ. 

ცნობისთვის, 11 ნომრიანი სასტუმრო – QUADRUM გუდაურში, 2017 წლის 15 თებერვალს გაიხსნა. მონოლითისგან დამზადებული მეორე კორპუსი კი 2020 წლის მარტში ამოქმედდა. ორივე კორპუსი 3 000 კვ. მეტრზეა განლაგებული და ჯამში 22 ნომერს მოიცავს. სასტუმროში არის რესტორანი, აუზი, იოგას და საკონფერენციო დარბაზი. ორივე პროექტის განხორციელება დაახლოებით, 3-4 მილიონი ლარი დაჯდა.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…

საქართველოში ზამთრის ტურიზმი - თეთნულდის სათხილამურო კურორტი.
აჭარა

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები 2026-2027 წლების ზამთრის ტურისტული სეზონისთვის ემზადებიან. სეზონის ოფიციალური გახსნა 20 დეკემბერს, გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში იგეგმება.

ზამთრის ტურიზმი საქართველოში ახალ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურითა და ახალი შესაძლებლობებით ხვდება. 2026-2027 წლების ზამთრის სეზონისთვის გუდაურში, ბაკურიანში, გოდერძისა და მესტიაში მზადება მიმდინარეობს. პარალელურად, კვლავ აქტუალურია ისეთი გამოწვევები, როგორიცაა საგზაო ინფრასტრუქტურა,…