სასიხარულო სიახლე ქართულ სტარტაპ სივრცეში! ბლოკჩეინისა და ღვინის ქართული სტარტაპი GCWine (https://gcwine.io/) 25 და 26 სექტემბერს ბარსელონაში მონაწილეობას მიიღებს ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ უდიდეს ბლოკჩეინ კონფერენციაში, European Blockchain Convention 2024 – EBC10 .
ამ კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს უდიდესი კომპანიები და ორგანიზაციები, როგორებიცაა Bank of England, Coinbase, ING, Solana Foundation, Blackrock, Banco Santander, Mastercard, Clearstream-Deutsche Börse Group, Kraken, CoinEx, Bitpanda, Polkadot, Radix და სხვები. საერთო ჯამში ღონისძიებას 6000-ზე მეტი ადამიანი დაესწრება.
GCWine პოტენციური ინვესტორების წინაშე წარადგენს თავის პროექტს და დამსწრეთათვის მოაწყობს საუკეთესო ქართული ღვინის დეგუსტაციას. აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება იხილეთ GCWine-ის Facebook გვერდზე:
უკვე მეათე წელია, European Blockchain Convention-ის ორგანიზატორები ევროპის მაშტაბით (ესპანეთი, ინგლისი) წარმატებით ახერხებენ ისეთი თანამოაზრე ადამიანების ერთად შეკრებას, როგორებიც არიან ინვესტორები, ბანკირები, საფონდო და გაცვლითი ბირჟების მმართველები, ბლოკჩეინის ინდუსტრიის ლიდერები, პროგრამისტები, Web 3 ტექნოლოგიის ენთუზიასტები და, ზოგადად, უახლესი ტექნოლოგიებითა და ფინანსურ ბაზარზე არსებული სიახლეებით და საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესებული პირები. GCWine-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გააცნოს ასეთ ადამიანებს თავისი პროექტი, მიზნები და გეგმები. მოდით, ყველა ქართველმა მხარი დავუჭიროთ ამ შესანიშნავ სტარტაპს და გამოვიწეროთ მისი სოციალური ქსელების გვერდები, მოვიწონოთ პოსტები, დავაკომენტაროთ მათზე და წარმატება ვუსურვოთ, რათა დადებითი შთაბეჭდილება მოახდინოს ამ პროექტით დაინტერესებულ ადამიანებზე! მოდით, ყველანი გვერდში დავუდგეთ ქართულ საქმესა და ქართულ კომპანიებს!
იხილეთ GCWine-ის ვებგვერდები და სოციალური ქსელები:
ვებგვერდი – https://gcwine.io/en/
ღვინის მაღაზია – https://gcwine.de/
Reddit ;
Discord ;
Telegram ;