,,საქართველოს რკინიგზა“ 2024 წლის საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA) გამარჯვებული გახდა ნომინაციაში – მსხვილი არასაფინანსო კომპანია.
BARTA 2019 წელს ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა.
საქართველოს რკინიგზა აღნიშნული კონკურსის გამარჯვებული 2022 წელსაც გახდა, 2023 წელს კი საპატიო ჯილდო მოიპოვა.
გამარჯვებულები საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა, რომელიც ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან იყო დაკომპლექტებული.