გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

საქართველოში ტურიზმის პოპულარიზაციისთვის 44 მლნ ლარი დაიხარჯება

ყველა სიახლეზე დაბრუნება
turizmis popularizacia
turizmis popularizacia

საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე ტურიზმის სექტორის პოპულარიზაციისთვის 44 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება.

„ეს გაზრდის ქვეყნის მიმართ ინტერესს, პოპულარობის გაზრდა კი ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის პირდაპირპროპორციულია“, – წერია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.

მარკეტინგული კამპანიებისთვის გამოყოფილი თანხა ასე გადანაწილდება:

  • ქართული ღვინის შესყიდვა და ადგილზე მიწოდება – 15 000 ლარი;
  • საერთაშორისო გამოფენები – 6 840 000 ლარი;
  • სასტუმროში შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზების მომსახურება – 500 000 ლარი;
  • სასმელების მიტანის მომსახურება და მასტერკლასი – 50 000 ლარი;
  • სასერვერო მომსახურების შეძენა/ინტერნეტ დამხმარე პროდუქტების ან სერვისების შეძენა, CDN ინფორმაციის მიწოდების ქსელის მომსახურება – 140 000 ლარი;
  • სატრენინგო მომსახურება – 400 000 ლარი;
  • სახელოვნებო მომსახურებები – 500 000 ლარი;
  • ახალი ამბების სააგენტოების მომსახურება – 80 000 ლარი;
  • სარეკლამო კლიპების გადაღება – 800 000 ლარი;
  • ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორებისა და ტურისტების დახმარების მომსახურებები – 90 000 ლარი;
  • კვების მიწოდების მომსახურება – 380 000 ლარი;
  • ტვირთის გადაზიდვა – 130 000 ლარი;
  • მომსახურებები კვლევისა და ექსპერიმენტული განვითარების სფეროში – 1 175 000 ლარი;
  • მარკეტინგულ და პიარ მენეჯმენტთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები – 597 600 ლარი;
  • სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები – 1 767 500 ლარი;
  • სუვენირები – 300 000 ლარი;
  • ფოტოები – 50 000 ლარი.

საქართველოს საპრომოციო სარეკლამო/მარკეტინგული კამპანიების ორგანიზება მიზნობრივ ბაზრებზე სხვადასხვა ტრადიციული და არატრადიციული საკომუნიკაციო არხების მეშვეობით (ინტერნეტ რეკლამა, ბეჭდვითი რეკლამა, გარე რეკლამა და სხვა) – 30 285 720 ლარი;

ფოტომომსახურებები – 150 000 ლარი.

ხელშეკრულებები ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით დაიდება.

www.radiotavisupleba.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…