გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

საქართველოში საცხენოსნო ტურებზე მოთხოვნა გასამმაგდა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
satskhenosno turebi
satskhenosno turebi

საქართველოში საცხენოსნო ტურებზე მოთხოვნა გასამმაგდა, – ამის შესახებ HORSETOURS.GE-ის დამფუძნებელმა ანა ნადირაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით, საგრძნობლად გაიზარდა დაინტერესება ადგილობრივების მხრიდან. კერძოდ, თუ ადრე მათი მომხმარებლების მხოლოდ 1% იყო ადგილობრივი, ახლა ეს რაოდენობა 10%-მდე გაიზარდა.

„წელს ძალიან დიდი ყურადღება ადგილობრივ ბაზარს დავუთმეთ და თითქმის ყველა რეგიონი ავითვისეთ, სადაც საცხენოსნო ტურებია. ჩვენი მომხმარებლების 90% უცხოელები არიან, მათ შორის, ევროპის ქვეყნებიდან – გერმანიიდან, ინგლისიდან, ასევე, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან და არაბული ქვეყნებიდან. ამჟამად, თვეში 250-მდე მომხმარებელი გვყავს.

ყველაზე მოთხოვნადი არის ტურები, რომლებიც თბილისთანაა ახლოს, რადგან ყველას არ აქვს შესაძლებლობა მრავალდღიან ტურებზე წავიდნენ. საათობრივი და ერთდღიანი ტურები ძალიან აქტუალურია. ასევე, ყაზბეგის, თრუსოს ხეობის და ბორჯომის მიმართულებები“, – აცხადებს ანა ნადირაძე.

HORSETOURS.GE-ის დამფუძნებლის შეფასებით, ქვეყანაში გაიზარდა გიდების მომსახურების ხარისხი, თუმცა ეს საკითხი ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. მისივე თქმით, საცხენოსნო ტურიზმის კუთხით აღმოსავლეთ საქართველო უფრო განვითარებულია.

რაც შეეხება ფასებს – ანა ნადირაძე აღნიშნავს, რომ ტურების ფასი აღმოსავლეთ საქართველოში უფრო დაბალია.

„საათობრივი ტურები 50-ლარიდან იწყება, ერთდღიანი ტურები გვაქვს 120 ლარიდან, მრავალდღიანი ტურები 650 ლარიდან და ა.შ. ტურის ღირებულება დამოკიდებულია მანძილზე და დღეების რაოდენობაზე“, – აცხადებს ანა ნადირაძე.

ცნობისთვის, პლატფორმა horsetours.ge  საცხენოსნო ტურიზმის განვითარების მიზნით, 2 წლის წინ შეიქმნა. სტარტაპი დარგის გაციფრულებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე სერვისის მიმწოდებლისთვის. სტარტაპის პროექტმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 30 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…