გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

“საქართველოში რამდენიმე ათასი მღვიმეა”

ყველა სიახლეზე დაბრუნება
mgvimeebi
mgvimeebi

საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ “ბიზნესპარტნიორი” ეკოტურიზმის ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორ ილია ოქრომელიძეს ესაუბრა. მისი შეფასებით, საქართველოში არ არსებობს რეგიონი, სადაც რაღაც გამორჩეული არ ხდება. ილია ოქრომელიძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ტურისტულად ძირითადი აქცენტი სვანეთზე, ყაზბეგსა და კახეთზე კეთდება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა რეგიონებს ტურისტული პოტენციალი არ აქვთ.

მაგალითად, როგორც ეკოტურიზმის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, საქართველოში ათასობით მღვიმეა და მათგან ძალიან ცოტაა შესწავლილი. ილია ოქრომელიძის განცხადებით, შესწავლასა და კვლევას – ფინანსები და დარგის მაღალი დონის სპეციალისტები სჭირდება, რაც პრობლემაა.

“საქართველოს განსაკუთრებით დიდი ტურისტული რესურსი აქვს არაცოცხალი ბუნების ღირსშესანიშნაობების კუთხით. მათ შორის, კანიონები, მღვიმეები, ჩანჩქერები და სხვა. გარდა ამისა, ამასთან სინთეზში მნიშვნელოვანია იქ არსებული არამატერიალური კულტურა, რომელიც ამ ყველაფერს აქცევს ტურისტულ პროდუქტად. მღვიმეების მხრივ ძალიან ნაკლებად შესწავლილი და მაღალი პოტენციალის არის იმერეთის მხარე. ასევე, ძალიან საინტერესო და ჯერჯერობით ნაკლებად დატვირთულია ლეჩხუმის და მთიანი აჭარის მხარე. რთულია ასე ჩამოთვლა, რადგან არ არსებობს საქართველოში რეგიონი, სადაც რაღაც გამორჩეული არ ხდება. ძირითადი აქცენტი არის სვანეთზე, ყაზბეგზე, კახეთზე და გარკვეული არეალები ჯერჯერობით ნაკლებად განვითარებულია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ პოტენციალი არ აქვს.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს ერთიანი ბაზა, სადაც თავმოყრილი იქნება ინფორმაცია რა ტურისტულ რესურსს ფლობს ჩვენი ქვეყანა. ასეთი ბაზა არ არსებობს და ეს ძალიან ართულებს ტურისტული პროდუქტის შექმნის პროცესს. სახელმწიფომ უნდა შექმნას ერთიანი ბაზა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის. ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული.

მაგალითად, რამდენიმე ათასი მღვიმეა საქართველოში, მაგრამ დეტალური კვლევა ძალიან ცოტას აქვს ჩატარებული, რადგან ამას სჭირდება ფინანსური რესურსები და დარგის სპეციალისტები, რაც ორივე კუთხით პრობლემაა”, – აცხადებს ილია ოქრომელიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…