საქართველოში მიკვლეული უძველესი ცეცხლის კვალი!

udzvelesi cecxlis kvali

სად არის ძველი ქვის ხანის ადამიანის მიერ დანთებული ცეცხლის კვალი?

წაიკითხეთ და გაუზიარეთ ეს ისტორიული აღმოჩენა სხვებსაც!

პოსტი მომზადებულია გეოგრაფიის დოქტორის, მოგზაურის – გიორგი დვალაშვილის ინტერვიუებზე დაყრდნობით!

ზიარი და ფხოველი, გურჯაანი – ისტორიული სოფელი. აქ გადიოდა საუკუნეების მანძილზე საქარავნე გზები. მდიდარია კულტურული მემკვიდრეობითაც.

სწორედ ამ ტერიტორიაზე, დურგლიანთ მიწების უბანში,  ნიკა თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ შუა პალეოლითის ხანის ღია სადგომები აღმოაჩინა.  რაც მთავარია –  არქეოლოგებმა სადგომებს შორის, ქვის ხანის ადამიანის მიერ დანთებული ცეცხლის კვალი იპოვეს!

მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ეს ერთ-ერთი უძველესი მტკიცებულებაა ცეცხლის გამოყენებისა კაცობრიობის ისტორიაში. 

უნიკალური აღმოჩენა მსოფილო არქეოლოგიურმა სამყარომაც აღიარა!

საქართველო უკვე ცნობილია უძველესი ღვინის, თაფლისა და ძაფის წარმოების კვალით!  ცეცხლის გამოყენების უძველესი კვალიც აღმოჩენილია!

ცეცხლი კაცობრიობის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპია – ეს იყო გათბობის, საკვების დამუშავებისა და დაცვის მთავარი საშუალება.

 ზიარის არქეოლოგიური ძეგლი – მსოფლიო დონის მემკვიდრეობაა!

 დროა, ეს უნიკალური ადგილი უფრო ცნობადი და პოპულარული გახდეს!

ავტორი: შორენა მერკვილაძე

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები