გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

საქართველოში მნიშვნელოვანია სახლური გემოები შენარჩუნდეს

ყველა სიახლეზე დაბრუნება
shota burjanadze
shota burjanadze

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის ინფორმაციით, საქართველოში მნიშვნელოვანია, სახლური გემოები შენარჩუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული კულინარია ვერ გადარჩება.

როგორც შოთა ბურჯანაძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” აღნიშნა, გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანაში სარესტორნო სფერო ვითარდება.

“ვფიქრობ, სახლური გემოების შენარჩუნებას, არანაირი საშიშროება არ ემუქრება, მაგრამ სწორად განვითარებისთვის  ნაბიჯებია გადასადგმელი. გამოწვევები ყოველთვის იარსებებს – 30 წლის წლის წინ, თუ გადავხედავთ, რა სიტუაციაში ვიყავით, დღეს უბრალოდ, საოცარ რეალობაში ვართ. ამასთან, 30 წლის წინ, რა მოთხოვნაც ჰქონდა, ადგილობრივ მომხმარებელს, თუ ტურისტს დღეს სხვა მოთხოვნაა. სარესტორნო ბიზნესი, არა მარტო, მომსახურების ხარისხით გაიზარდა… სარესტორნო ბიზნესში შემოსვლის დროს, ძალიან ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი –  სახელიდან დაწყებული, თუ რა კერძი და მენიუ უნდა შესთავაზო მომხმარებელს ყველაფერი. თუ ბიზნესი ჩვენს სფეროში თავს მარტივად იგრძნობს, განვითარებას წინ ვერაფერი დაუდგება”, – აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა  მოსალოდნელ შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, თუ ისევ გარკვეული სახის ჩავარდნა არ იქნება, სფეროს ერთი დიდი ამოსუნთქვის გაკეთება შეუძლია.

“სანამ ქვეყანა სტაბილურ ვითარებაში არ იქნება, სანამ ინვესტორისთვის მისი მდგომარეობა გრძელვადიან მდგომარეობაში აღსაქმელი არ გახდება, მანამდე ინვესტორისთვის კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა რთულია. დღეს საქართველოში რა ვითარებაშიც ვართ – ინვესტორის მოზიდვა ცოტა რთულია, წინა წლის უფრო მარტივი იყო. კულინარიის, გასტრონომიის მიმართულებით ულევი შესაძლებლობები გვაქვს. მოლოდინი დიდი გვაქვს, თუ ისეთი მცირედი ჩავარდნა არ განვითარდება, როგორიც იყო (ირან-ისრაელის ომი) – შესაძლებლობა, რომ სფერომ ერთი დიდი ამოსუნთქვა გააკეთოს ნამდვილად არსებობს”, – აღნიშნავს შოთა ბურჯანაძე.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…