გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

საქართველოში EU-დან ვიზიტები შემცირდა, თუ გაიზარდა?!

ყველა სიახლეზე დაბრუნება
adgilobrivi turistebi
adgilobrivi turistebi

საქართველოში ევროკავშირიდან ტურისტების რაოდენობა შემცირდა, – ამის შესახებ ირკვევა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკიდან.

ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირიდან საქართველოში 73 886 ვიზიტი განხორციელდა, წინა წლის იმავე პერიოდში კი – 77 045. მონაცემები აჩვენებს, რომ EU-დან ვიზიტები 4.1%-ით შემცირდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ წელს პირველ კვარტალში EU-ს ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ვიზიტი გერმანიის მოქალაქეებმა განახორციელეს (10 212 ვიზიტი), ყველაზე ცოტა კი ლუქსემბურგიდან (75%).

გარდა ამისა, მონაცემები აჩვენებს, რომ რაოდენობრივად (და არა პროცენტულად) ყველაზე მეტად ტურისტების რაოდენობა შემცირებულია პოლონეთიდან (1 569 ვიზიტით), ხოლო გაზრდილია საბერძნეთიდან (516 ვიზიტით).

უფრო კონკრეტულად, 2025 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან განხორციელებული ვიზიტები ასე გამოიყურებოდა (შენიშვნა: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აღნიშნული სტატისტიკა მოიცავს გაერთიანებულ სამეფოსაც):

  • ავსტრია – 1 478 ვიზიტი (-7.9%);
  • ბელგია – 1 371 ვიზიტი (5.4%);
  • ბულგარეთი – 1 837 ვიზიტი (-5.7%);
  • გაერთიანებული სამეფო – 6 506 ვიზიტი (0.3%);
  • გერმანია – 10 212 ვიზიტი (-7.2%);
  • დანია – 863 ვიზიტი (-18%);
  • ესპანეთი – 2 988 ვიზიტი (-2.9%);
  • ესტონეთი – 1 332 ვიზიტი (-17.8%);
  • ირლანდია – 1 015 ვიზიტი (14.4%);
  • იტალია – 4 170 ვიზიტი (10.1%);
  • კვიპროსი – 1 363 ვიზიტი (7.6%);
  • ლატვია – 3 375 ვიზიტი (-14.9%);
  • ლიტვა – 3 441 ვიზიტი (-29.2%);
  • ლუქსემბურგი – 75 ვიზიტი (-79.1%);
  • მალტა – 94 ვიზიტი (-6%);
  • ნიდერლანდები – 2 736 ვიზიტი (22.3%);
  • პოლონეთი – 10 165 ვიზიტი (13.4%);
  • პორტუგალია – 892 ვიზიტი (11.9%);
  • რუმინეთი – 1 473 ვიზიტი (-5.1%);
  • საბერძნეთი – 5 825 ვიზიტი (9.7%);
  • საფრანგეთი – 5 008 ვიზიტი (-2.5%);
  • სლოვაკეთი – 1 240 ვიზიტი (19.9%);
  • სლოვენია – 415 ვიზიტი (13.7%);
  • უნგრეთი – 1 204 ვიზიტი (-5.6%);
  • ფინეთი – 767 ვიზიტი (23.1%);
  • შვედეთი – 1 485 ვიზიტი (10.2%);
  • ჩეხეთი – 2 259 ვიზიტი (16.9%);
  • ხორვატია – 297 ვიზიტი (-22.3%).

შეგახსენებთ, 2025 წლის 1-ელ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტები წლიურად 1.1%-ით გაიზარდა და 1.314 მლნ-ს გადააჭარბა. 2024 წლის იმავე პერიოდში განხორციელებული იყო 1.3 მლნ ვიზიტზე მეტი.

Bpn.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

AI ხილვადობა ტურიზმში - მოგზაური ხელოვნური ინტელექტით გეგმავს მოგზაურობას საქართველოში
აჭარა

AI ხილვადობა ტურიზმში: როგორ უნდა გამოჩნდეს ქართული ბიზნესი?

AI ხილვადობა ტურიზმში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მოგზაურები სასტუმროების, ტურების, რესტორნებისა და ახალი მიმართულებების მოსაძებნად ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებენ. ეს ცვლილება ქართულ ტურისტულ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობას აძლევს: მათი ინფორმაცია ისეთი…

მდგრადი ტურიზმი საქართველოში - ბუნება და ადგილობრივი ტურიზმი
აჭარა

რა არის მდგრადი ტურიზმი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ტურიზმის მომავლისთვის?

მდგრადი ტურიზმი ტურიზმის განვითარების თანამედროვე მიდგომაა, რომელიც ეკონომიკურ სარგებელს, გარემოს დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს აერთიანებს. მისი მიზანია ისეთი ტურისტული გარემოს შექმნა, სადაც დღევანდელი განვითარება მომავალ თაობებს ბუნებრივ, კულტურულ და…

ტურიზმის მდგრადობა და საერთაშორისო ტურიზმის გლობალური განვითარება - დედამიწა კოსმოსიდან
თბილისი

ტურიზმი 2026 წელს: რატომ აღარ არის ვიზიტორების რაოდენობა წარმატების ერთადერთი საზომი

სტატიის მთავარი სათქმელი იქნება: ტურიზმის ახალი კონკურენცია მხოლოდ მეტი ვიზიტორის მოზიდვაში აღარ მდგომარეობს. სულ უფრო მნიშვნელოვანია ტურისტის დანახარჯი, მოგზაურობის ხანგრძლივობა, ბაზრების დივერსიფიკაცია, მომსახურების ხარისხი და ტურისტული სექტორის მდგრადობა. ეს არის…