საქართველოში ამერიკული ფილმის გადაღებები მიმდინარეობს

atsarmoe_w_h

საქართველოში ამერიკული, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღებები მიმდინარეობს. ამერიკელი, გერმანელი და ბრიტანელი კინოპროფესიონალები ფილმის ეპიზოდებს სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე იღებენ, სადაც სამხედრო თემატიკის სცენებისთვის გამოყენებული იქნება სამხედრო ტექნიკა.

პროექტი სახელმწიფო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება – ფილმის საქართველოში დასახარჯი ბიუჯეტი, ჯამში, 13 მლნ ლარს შეადგენს. ამ ეტაპისთვის, პროექტში საქართველოს 200-ზე მეტი მოქალაქეა დასაქმებული.

სახელმწიფო პროგრამის “გადაიღე საქართველოში” მხარდაჭერით დღემდე 48 პროექტი განხორციელდა, რომელთა ჯამური ინვესტიცია 200 მილიონ ლარს აღემატება.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები