გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს პოლონეთში გაეცნენ

ყველა სიახლეზე დაბრუნება
saqartvelos turistuli potenciali
saqartvelos turistuli potenciali

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოლონეთში, ვარშავაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ITTF Warsaw მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ერთიანი საპრომოციო სტენდით 4 ქართულ კომპანიასთან ერთად იყო წარდგენილი.

გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაციები მოეწყო. მოლაპარაკებები შედგა პოლონურ კომპანიებთან ტურისტული პაკეტების მომზადებისა და საქართველოში ტურისტული ჯგუფების ჩამოყვანის მიზნით.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორთან ერთად და იმყოფებოდა ვარშავის ტურისტულ გამოფენაზე. როგორც იცით პოლონეთის ტურისტული ბაზარი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ჩვენ აქვს საკმაოდ მოცულობითი პირდაპირი ფრენები წლის განმავლობაში. ჩვენ ვატარებთ სხვადასხვა ტიპის კამპანიებს, როგორიც არის Roadshow შეხვედრები, პრეზენტაციები იმისთვის, რომ ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ პოლონეთიდან საქართველოში“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.  

ITTF Warsaw-ის დასრულების შემდეგ, მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში,  საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოლონეთის სამ ქალაქში, საპრომოციო „როუდშოუები“ მოაწყო. ვარშავაში, ლოძსა და ვროცლავში პოლონელი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ. „როუდშოუების“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა პოლონეთში საქართველოს ელჩმა დიანა ჟღენტმა.

„ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ეროვნულ ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოლონეთი გამოყო როგორ სტრატეგიული მიმართულება.  ჩვენთვის პოლონეთი მნიშვნელოვანი ბაზარია ბევრი- განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით, ჩემთვის როგორც საქართველოს ელჩისთვის პოლონეთში და საქართველოს საელჩოსთვის ტურიზმის ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი მიზანია და მიხარია ძალიან რომ შესაძლებლობა მოგვეცა ბევრ ტურ ოპერატორს, მედიის წარმომადგენელს გავსაუბრებოდით,  მნიშვნელოვანია რომ საშუალება მიეცათ ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს პირდაპირი შეხვედრები ჰქონოდათ ადგილობრივ ტურ ოპერატორებთან.  იმედი გვაქვს მომავალ წელს კიდევ უფრო გაიზრდება პოლონელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში“,-აცხადებსპოლონეთში საქართველოს ელჩი დიანა ჟღენტი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის მიზანია პოლონეთში საქართველოს ცნობადობის გაზრდა და ტურისტული ნაკადების მოზიდვა საქართველოში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…