გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს იტალიაში ეცნობიან

ყველა სიახლეზე დაბრუნება
gamofena italiashi
gamofena italiashi

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იტალიაში, ქალაქ რიმინიში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში TTG Rimini 2024 მონაწილეობს.


ევროპის ერთ-ერთ წამყვან ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად წარმოდგენილია 10-მდე კერძო კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაცია. გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.


„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქალაქ რიმინის გამოფენაზე TTG Rimini 2024 წარდგენილია, იტალიაში. ჩვენთან ერთად 10 ქართული ტურისტული კომპანიაა, რომელიც პარტნიორ უცხოურ კომპანიებს აცნობს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს. ჩვენ გვაქვს შეხვედრები მარკეტინგულ კომპანიებთან, ვცდილობთ ურთიერთობები დავამყაროთ ახალი პლატფორმების წარმომადგენლებთან, რომ იტალიაში საქართველოს ცნობადობა გავზარდოთ. როგორც იცით ევროკავშირის ქვეყნები სტრატეგიული ბაზარია, შესაბამისად მსგავსი გამოფენები და შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს პოპულარიზაციისთვის“,-აცხადებს მაია ომიაძე.


რიმინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდს გაეცნო საქართველოს გენერალური კონსული ქალაქ მილანსა და ჩრდილოეთ იტალიაში ნატალია კორძაია.
TTG Rimini 2024-ის ფარგლებში მიმდინარეობს შეხვედრები წამყვან ევროპულ ტურისტულ კომპანიებთან საქართველოში ტურისტული პაკეტების შექმნის, ტურების ორგანიზებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.

“ეს მოვლენა იქნება გარკვეული ტიპის ხიდი საქართველოსა და იტალიას შორის. აღსანიშნავია, რომ იტალია საქართველოს მიმართ ძალიან დიდ ინტერესს გამოხატავს კულტურულ ჭრილში. მშვენიერი იქნება, თუ ენო-გასტრონომიული აქტივობებით დავაახლოებთ ხალხს. მე ვაპირებ მილანში ქართული საღამოების მოწყობას, სადაც მოვიწვევ ტურისტული სფეროს წარმომადგენლებს, რათა იტალიელებს უფრო კარგად გავაცნოთ ქართული კულტურა და ღვინო”,-აცხადებს იტალიური კომპანია ალორას წარმომადგენელი ანდრეა გალლო.

გამოფენაზე საქართველოს საპრომოციო სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებს, ინფორმაცია მიიღონ კურორტების, აქტივობებისა და ტურისტული სერვისების შესახებ.


რიმინის ტურისტულ გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული ორგანიზაციები, სასტუმროები, ავია კომპანიები და მიმწოდებლები მონაწილეობენ.
ევროპაში ერთ-ერთ მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენას 70 ათასამდე ვიზიტორი ეწვია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…