საქართველოს 2025 წლის მე-3 კვარტალში 2.5 მლნ ვიზიტორი ეწვია, რაც წლიურად 6.8%-იანი ზრდაა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, ტურისტების რაოდენობამ 2.0 მლნ (+9.0% წ/წ) შეადგინა, ხოლო ერთდღიანი ვიზიტორები 0.5 მლნ (-1.4% წ/წ) იყო.
როგორც ინფორმაციიდან ვიგებთ, ვიზიტორების ზრდა ძირითადად რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ევროკავშირიდან და აზიური ბაზრებიდან გაზრდილმა ინტერესმა განაპირობა.
“ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა თურქეთიდან, სომხეთიდან, ინდოეთიდან და ირანიდან. ევროკავშირიდან მზარდი ნაკადები თბილისიდან ევროპის მიმართულებით გაზრდილ ავიამიმოსვლას უკავშირდება. ხოლო, ინდოეთიდან ვიზიტორების კლება, რომელიც პირველად დაფიქსირდა ბოლო პერიოდში, შესაძლოა ასახავდეს ბაზრის სტრუქტურულ ცვლილებას – ვიზიტორთა რაოდენობიდან ხარჯვითუნარიანობაზე. ჯამურად, 2025 წლის 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 5.3 მლნ შეადგინა (+5.6% წ/წ), საიდანაც ტურისტების
რაოდენობა 4.3 მლნ (+7.9% წ/წ), ხოლო ერთდღიანი ვიზიტორების რაოდენობა 1.0 მლნ (-2.9% წ/წ) იყო”, – ნათქვამია ინფორმაციაში.


