გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

საქართველო Global Travel Awards-ის გამარჯვებულია

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Global Travel Awards
Global Travel Awards

საერთაშორისო ტურისტულ პლატფორმაზე Global Travel Awards საქართველომ 2026 წლის საუკეთესო განვითარებადი ტურისტული მიმართულების „Best Emerging Travel Destination“ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს „საუკეთესო განვითარებად ტურისტული მიმართულებად“ აღიარება  მოწმობს, რომ ქვეყანა სწრაფად განვითარებად, საინტერესო და პერსპექტიულ მიმართულებად აღიქმება, რომელიც მთელ მსოფლიოდან  სულ უფრო მეტ მოგზაურს იზიდავს. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განმარტებით,  Global Travel Awards-ის ჯილდო მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას ბრიტანეთის ბაზარზე, რომელიც საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

„საქართველომ, როგორც ახალმა განვითარებადმა ტურისტულმა დანიშნულების ადგილმა, ლონდონში „Global Travel Awards“-ზე საუკეთესო ადგილის ჯილდო მიიღო. ამ გამოკითხვაში, სადაც ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იღებდა მონაწილეობას, მოგზაურებმა განსხვავებულ ახალ მიმართულებად საქართველო დაასახელეს.  დიდი ბრიტანეთი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია, პირდაპირ ფრენებს როგორც „EasyJet“ ასევე „ბრიტანეთის ავიახაზები“ ასრულებენ. საქართველოში ყოველწლიურად იზრდება ბრიტანელი მოგზაურების რაოდენობა. ჩვენ მუდმივად გვაქვს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები – იქნება ეს გამოფენები თუ კამპანიები დიდი ბრიტანეთის ბაზარზე. ვფიქრობთ. ეს გამარჯვება ხელს შეუწყობს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ცნობადობის გაზრდას და ბევრად მეტ ბრიტანელ მოგზაურს ველოდებით ჩვენს ქვეყანაში.“ -აღნიშნა მაია ომიაძემ.

Global Travel Awards-ის პლატფორმაზე ჯამში 5,700,000-ზე მეტი ხმა დაფიქსირდა, კონკურსი 33 კატეგორიას და 150-ზე მეტ მიმართულებას მოიცავდა,  მათ შორის: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, იაპონია და სხვ.

გამოკითხვაში ფართო საერთაშორისო აუდიტორია,  მოგზაურები, ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები და პროფესიონალები მონაწილეობდნენ.

Global Travel Awards ლონდონში მოქმედი საერთაშორისო ტურისტული პლატფორმაა, რომელიც გამოკითხვებს ყოველწლიურად, ღია კენჭისყრის წესით ატარებს და გამარჯვებულებს  სხვადასხვა ნომინაციაში ავლენს. 

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…