გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

საქართველოს გასტრონომიას Madrid Fusión 2026-ზე გაეცნენ

ყველა სიახლეზე დაბრუნება
saqartvelos gastronomia
saqartvelos gastronomia

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრონომიულ კონგრესსა და გამოფენაში Madrid Fusión მიიღო მონაწილეობა.

ესპანეთის დედაქალაქში კონგრესზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქართველ შეფ-მზარეულებთან დავით ნარიმანიშვილთან და გურამ ბაღდოშვილთან ერთად წარდგა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მადრიდში ქართული რესტორანი „ნუნუკა“.

ქართველმა შეფ-მზარეულებმა საქართველოს სტენდზე და კონგრესის მულტიფუნქციურ სცენაზე მასტერკლასები ჩაატარეს. გასტრო კონგრესის მონაწილეები, კულინარიის საერთაშორისო ექსპერტები ქართულ სამზარეულოსა და გასტრონომიულ ტრადიციებს გაეცნენ.

მადრიდის საერთაშორისო გასტრო კონგრესის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებმა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებმა ქართული კერძები და ღვინო დააგემოვნეს.  

კონგრესში მსოფლიოში ცნობილი  და გავლენიანი შეფმზარეულები შეიკრიბნენ ესპანეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ქართულ სამზარეულოს გაეცნენ.

Madrid Fusión-ზე, საქართველოს კულინარიული სტენდი ესპანური ტელეკომპანიების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

გასტრო კონგრესი Madrid Fusión 24 წელია იმართება. კონგრესს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან 26 ათასზე მეტი სტუმარი ჰყავდა. საერთაშორისო კულინარიულ ღონისძიებაში 2000-მდე პროფესიონალი მონაწილეობდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…