გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

საქართველოს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია ტურისტებისთვის

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Devid Nufer
Devid Nufer

Edelweiss-ის ავიამიმართულებებისა და ქსელის განვითარების მენეჯერი: ,,საქართველოს, როგორც დანიშნულების ადგილს, ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია შვეიცარიელი ტურისტებისთვის”

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება შვეიცარიულმა ავიაკომპანია Edelweiss-მა დაიწყო. Lufthansa-ს გლობალურ საავიაციო ჯგუფში შემავალმა Edelweiss-მა ციურიხიდან თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირ ფრენა განახორციელა. 

საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში გამართულ ოფიციალურ მიღებისთვის საგანგებოდ ციურიხიდან ჩამოვიდა Edelweiss-ის ავიამიმართულებებისა და ქსელის განვითარების მენეჯერი.

სიტყვით გამოსვლისას დევიდ ნუფერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას რამდენიმეწლიანი მუშაობისთვის, ასევე ყველა ჩართულ მხარეს, რომელთა საშუალებითაც დღეიდან ავიაბაზარზე შვეიცარიული ავიაკომპანია ოპერირებს.

,,ძალიან ბედნიერები ვართ ფრენების დაწყებით. ამ პროექტზე თითქმის ოთხი წელი ვმუშაობდით. საბოლოოდ წარმატებით დავასრულეთ და დღეიდან უკვე შეგვიძლია შევთავაზოთ მგზავრებს პირდაპირი კავშირი ციურიხსა და თბილისს შორის. 

საქართველოს, როგორც დანიშნულების ადგილს, ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია შვეიცარიელი ტურისტებისთვის. თავისი მრავალფეროვნებითა და კულტურით ქვეყანა პოპულარული ხდება შვეიცარიელ ტურისტებში,-‘’განაცხადა დევიდ ნუფერმა. 

ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას, ავიაკომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აქამდე ციურიხსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა არ არსებობდა.

თუმცა, მოგზაურების ის ტრაფიკი, რომლებიც ყოველწლიურად შვეიცარიასა და საქართველოს შორის მოგზაურობენ, მზარდია.

,,ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ ახლა იყო შესაფერისი დრო, რომ შევსულიყავით ამ მზარდ ბაზარზე და კიდევ უფრო განვავითაროთ ის ჩვენი ფრენებით,-‘’აღნიშნა Edelweiss-ის Edelweiss-ის ავიამიმართულებებისა და ქსელის განვითარების მენეჯერმა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს ტურისტული კომპანიები IBTM World 2026-ის საერთაშორისო გამოფენაზე ბარსელონაში.
თბილისი

IBTM World 2026: საქართველო MICE ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე – რა უნდა მოჰყვეს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას?

MICE ტურიზმი საქართველოში სულ უფრო მნიშვნელოვან მიმართულებად ყალიბდება ქვეყნის საერთაშორისო ტურისტული პოზიციონირებისთვის. საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს. 17-19 ნოემბერს ბარსელონაში გამართულ IBTM World 2026-ში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,…

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…