გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

საქართველოს ავიაბაზრის TOP 5 ავიაკომპანია

ყველა სიახლეზე დაბრუნება
aviakompaniebi
aviakompaniebi

2024 წლის IV კვარტალში ბრუნვის მოცულობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის TOP-5 ავიაკომპანიიდან 1 სამგზავრო და 4 სატვირთო ავიაკომპანიაა. საქსტატის ინფორმაციით, გასული წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაფიქსირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის თანახმად საჰაერო სამგზავრო და სატვირთო ტრანსპორტის საქმიანობით დაკავებული ლიდერი ავიაკომპანიების რეიტინგი ასე გამოიყურება:

შპს იზი ჩარტერი, შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი, შპს საქართველოს ავიახაზები, შპს ჯორჯიან ეარვეისი, შპს მაივეი ეარლაინს კო ლტდ.

(შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.)

ვინ ფლობს საქართველოს ავიაბაზრის ლიდერ ავიაკომპანიებს:

შპს იზი ჩარტერი (ავიაბაზარზე ოპერირებს ბრენდით Airline Easy Charter): რეგისტრაციის თარიღი: 15/01/2020/. კომპანიის 15%-იანი წილის მფლობელია ლაშა გიგიტელაშვილი, 15%-ინი წილის მფლობელია კახაბერ გიგიტელაშვილი, ხოლო 70%-ის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს იზი ჩარტერი. კომპანიის დირექტორი კი რატი ძერიაა.

შპს ავიაკომპანია ჯეო სქაი (ავიაბაზარზე ოპერირებს ბრენდით Geosky Airlines-ი): რეგისტრაციის თარიღია 20/01/2017/. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ზაური ქორთოშიძე, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა თორნიკე ქორთოშიძე, თავმჯდომარის მოადგილე: ზაური ქორთოშიძე, წევრი: გაგა კერესელიძე. კომპანიის პრეზიდენტია შალვა კიკნაძე.

შპს საქართველოს ავიახაზები (ავიაბაზარზე ოპერირებს ბრენდით Georgian Airlines-ი):რეგისტრაციის თარიღია 14/05/2020/. კომპანიის 40%-ის მფლობელია ირაკლი მეზვრიშვილია, ხოლო 60%-ს თამაზ გაიაშვილი ფლობს. კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი მეზვრიშვილია.

შპს ჯორჯიან ეარვეისი (ავიაბაზარზე ოპერირებს ბრენდით Georgian Airways-ი): რეგისტრაციის თარიღია 101/11/1999/. კომპანიის 20%-იანი წილის მფლობელია შპს ჯორჯიან ეარ სერვისი, ხოლო 80%-ის მფლობელი დავით გაიაშვილია. კომპანიის გენერალური დირექტორია თავად დავით გაიაშვილი, ხოლო გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე-პასუხისმგებელი დირექტორი რობერტ ოგანესიანი.

შპს მაივეი ეარლაინს კო ლტდ (ავიაბაზარზე ოპერირებს ბრენდით Myway Airlines-ი): რეგისტრაციის თარიღია 02/06/2016/. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შპს ფლას ავიეიშენ ინვესთმენთ კო., ლტდ. კომპანიის დირექტორია რატი ბაკურაძე.

წყარო: avianews.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…