საქართველომ SITF Korea 2026 – ში მიიღო მონაწილეობა

saqartvelo korea

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კორეის რესპუბლიკაში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში SITF Korea 2026 მიიღო მონაწილეობა.

სეულში გამართულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 11 ქართული კერძო კომპანია იყო წარდგენილი.

SITF Korea 2026-ზე 40 ქვეყნიდან 400-ზე მეტი ტურისტული ორგანიზაცია იყო წარდგენილი. გამოფენას 35 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.

ოთხი დღის განმავლობაში, გამოფენის ფარგლებში მოეწყო საქართველოს შესახებ პრეზენტაციები, შეხვედრები შედგა კორეულ კომპანიებთან და ტურისტულ ასოციაციებთან საქართველოში კორეელი ტურისტების მოსაზიდად და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად.

SITF Korea 2026-ზე საქართველოს სტენდი დაათვალიერა საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა კორეის რესპუბლიკაში მიხეილ თიგიშვილმა

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print