გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

“საქართველო ტურიზმის დარგში, მოწინავე ქვეყნებს შორისაა”

ყველა სიახლეზე დაბრუნება
irakli kobakhidze
irakli kobakhidze

საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს, რომელიც სულ უფრო ნაყოფიერი ხდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში ტურიზმის განვითარების ახალი ტენდენციები და პოლიტიკა ეფუძნება მდგრადი განვითარების პრინციპებს და აქტიური წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში. მისივე თქმით, ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მდიდარი ბუნებრივი და კულტურული რესურსების ეფექტიან გამოყენებას.

„ჩვენი ქვეყანა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის წევრია 1993 წლიდან, ხოლო 2021 წელს საქართველო, 4 წლის ვადით, პირველად გახდა ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ქვეყანა; ჩვენთვის ეს არის საუკეთესო საშუალება, მონაწილეობა მივიღოთ ორგანიზაციის განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში. ტურიზმის სექტორი ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მამოძრავებელი ძალაა და მისი შემდგომი ზრდის ხელშეწყობა საქართველოსთვის პრიორიტეტულია. აღსანიშნავია, რომ საქართველო, ტურიზმის დარგში არსებული კონკურენციის პირობებში, მოწინავე ქვეყნებს შორისაა.

მსოფლიოში არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ტურიზმის მდგრადი განვითარების სწორი პოლიტიკის გატარების შედეგად, არაერთ ხელშესახებ შედეგს მივაღწიეთ. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა მხოლოდ 2023 წელს 4.1 მილიარდ დოლარი შეადგინა; ეს საქართველოსთვის ისტორიული ნიშნულია და 26.2%-ით აჭარბებს პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელს. გარდა ამისა, 2019 წლის მაჩვენებლები 76%-ით აღდგა და საქართველომ 7.1 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა.

წელს კიდევ უფრო შთამბეჭდავი გაუმჯობესების მოლოდინი გვაქვს; კერძოდ, არსებული პროგნოზების გათვალისწინებით, ვუმასპინძლებთ 7.9 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს, ხოლო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 9%-ით გაიზრდება და 4.5$ მლრდ დოლარს მიაღწევს; საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 6.8 მილიონამდე მგზავრს მოემსახურება; ეს გახლავთ 14%-იანი ზრდა გასულ წელთან შედარებით, რაც განპირობებულია საქართველოს ტურისტული პოტენციალის განვითარებით, ავიაკომპანიებთან აქტიური მოლაპარაკებებით, მათ შორის სიხშირეების გაზრდისა თუ საქართველოს ავიაბაზარზე ახალი კომპანიების შემოსვლის მიმართულებით, ტურიზმი ის სფეროა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნდობის განმტკიცების, მშვიდობის დამყარების და ქვეყნების შემდგომი განვითარების პროცესში. მჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით, დროული და პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღებით და ეფექტიანი პოლიტიკის გატარებით, ჩვენ შევძლებთ ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, რაც ყველას საერთო ინტერესია,“- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…