გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

საქართველო ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
tea zakaradze
tea zakaradze

საქართველო არის ძალიან მიმზიდველი ტურისტებისთვის, – აცხადებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე. ის ამით ხსნის საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის ზრდის ტემპს და მიიჩნევს, რომ უცხოელ ტურისტებში საქართველოს პოპულარულობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს.

მისი განმარტებით, COVID-პანდემიის შემდეგ ადამიანები უფრო მეტს მოგზაურობენ, რაც აეროპორტში ტრაფიკის ზრდის წინ პირობაა.

„ვფიქრობ, რომ COVID-პანდემიის შემდეგ ადამიანები უფრო ბევრს მოგზაურობენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ასევე საქართველო არის ძალიან მიმზიდველი ტურისტებისთვის. ვერ გამოვყოფ ვერც ერთ რეგიონს, რადგანაც ყველა რეგიონი წელს საკმაოდ დატვირთული იყო. საქართველოსადმი ინტერესს ალბათ განაპირობებს სტაბილურობა, სიმშვიდე, ავთენტური კულინარია, სამზარეულო, რაც იზიდავს საქართველოს შემთხვევაში ტურისტებს. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ ევროპულ ავიაკომპანიებთან და არა მხოლოდ. თუმცა ევროპულს გამოვყოფ იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში საუბრობენ იმაზე, რომ აზიიდან მოიმატა რეისებმა. მხოლოდ აზიიდან არა, ჩვენთან ევროპიდანაც იზრდება მიმართულებები და სიხშირეები. წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება დაიწყო Austrian Airlines-მა, Transavia-მ, ხოლო მომავალ წელს დაზუსტებულად შემიძლია გითხრათ, რომ თბილისის მიმართულებით ფრენებს 3 ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს“, – ამბობს თეა ზაქარაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…