გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

საქართველო საერთაშორისო წამყვანი მედიის ფოკუსში

ყველა სიახლეზე დაბრუნება
jurnalistebi
jurnalistebi

გაეროს მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გავლენიანი უცხოური მედიასაშუალებების ჯგუფებს მასპინძლობს.
საქართველოში Euronews Travel-ის, Forbes-ის, Bloomberg Travel-ის, Conde Nast-ის, Le Monde-ის, Prestige Communcation-ისა და Arab News-ის ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები იმყოფებიან. წამყვანი მსოფლიო მედიის წარმომადგენლები მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებას აშუქებენ და საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სიუჟეტებს, სტატიებსა და ბლოგებს ამზადებენ, რომელსაც მთელ მსოფლიოში მილიონობით მაყურებელი, მკითხველი და ონლაინ მომხმარებელი გაეცნობა.

„მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავად, რომელიც 27 სექტემბერს საქართველოში გაიმართება დედაქალაქს უკვე ეწვივნენ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, ისეთები როგორებიც არიან: „Forbes“, “Bloomberg”, “Euronews” , “Conde nast traveler”. ისინი გააშუქებენ როგორც 27 სექტემბრის ღონისძიებას ასევე, ეწვევიან საქართველოს ტურისტულად მნიშვნელოვან ადგილებს და მთელ მსოფლიოს მოუყვებიან საქართველოს ტურიზმის პოტენციალის, დაგეგმილი ღონისძიების და რა თქმა უნდა, მშვიდობის როლის შესახებ ტურიზმის სექტორში“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები დედაქალაქის დათვალიერების შემდეგ ეწვევიან წინანდალს, თელავს, მუხრანს, დაათვალიერებენ ღვინის მარნებს, მოინახულებენ ღვინის მუზეუმს, უცხოელი ჟურნალისტებისთვის გაიმართება ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია.
საქართველო გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, პირველად მასპინძლობს მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას. წლევანდელი თემატიკაა „ტურიზმი და მშვიდობა“.
მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები ეწვევიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…