გადასვლა მთავარ შიგთავსზე
იმერეთიGiorgi

“საქართველოს აქვს რესურსი სამედიცინო ტურიზმის კუთხით ლიდერ ქვეყნებს გარკვეული კონკურენცია გაუწიოს”

ყველა სიახლეზე დაბრუნება

სამედიცინო ტურიზმს აქვს პოტენციალი, საქართველოს შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო გახდეს,- ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ირმა დაუშვილმა კურორტ „ნუნისის“ მმართველმა პარტნიორმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ქვეყანაში სამკურნალოდ შემოსული დამსვენებლების რიცხვი პირდაპირ დამოკიდებულია ტურისტული ნაკადების ზრდაზე. შესაბამისად, 2023 წელს ტურიზმის გაზრდილმა მაჩვენებლებმა ასახვა ბალნეო ტურიზმზეც პოვა და სექტორში მინიმალური, თუმცა მაინც ზრდა დაფიქსირდა.

„საქართველოში ყველა იმ დაავადების მკურნალობა, ან პრევენციაა შესაძლებელი, რომლებიც მთელ მსოფლიოში უამრავ ადამიანს აწუხებს. მათ შორის – კუჭ-ნაწლავის, სახსრების, ჭარბი წონის, კანის პრობლემები. გარდა ამისა, ბოლო დროს, საქართველოში ხშირად ჩამოდიან თმის გადანერგვისა და ინ-ვიტრო განაყოფიერების მიზნით. შესაბამისად, საქართველოს აქვს რესურსი სამედიცინო ტურიზმის კუთხით ლიდერ ქვეყნებს გარკვეული კონკურენცია გაუწიოს“, – აღნიშნა კურორტ „ნუნისის“ მმართველმა პარტნიორმა.

რაც შეეხება ხელისშემშლელ ფაქტორებს, რომლებიც სამედიცინო ტურიზმის განვითარებას აფერხებს საქართველოში, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ცნობადობის სიმცირე და კადრების დეფიციტი – იმ გამოწვევათა მცირე ჩამონათვალია, რომელზეც ირმა დაუშვილი მიუთითებს.

„ვფიქრობ, რომ პირველ რიგში აქტიური მარკეტინგული კამპანიის ჩატარებაა აუცილებელი, რათა საქართველოს არა მხოლოდ ღვინის სამშობლოს სახელით იცნობდნენ, არამედ როგორც ქვეყანას, რომელსაც უამრავი ბუნებრივი რესურსი გააჩნია ბალნეო მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცნობადობის გაზრდა ევროპულ ქვეყნებში, საიდანაც დღეს საქართველოს ბალნეო კურორტებს თითქმის არ სტუმრობენ და სტუმრების დიდი ნაწილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდანაა. ამ დრომდე, გამოწვევად რჩება ინფრასტრუქტურაც – მინერალური წყლების დიდი ნაწილი მაღალ მთიან რეგიონებშია, სადაც ჯერ კიდევ ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური პრობლემებია. თუმცა, მაგალითად, ნუნისში რამდენიმე კვირაა ამ მიმართულებით სამუშაოები დაიწყეს და დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე გვექნება გამართული ინფრასტრუქტურა“, – განმარტა კურორტ „ნუნისის“ მმართველმა პარტნიორმა. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სულ მცირე ყველა კურორტამდე მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს.

შეგახსენებთ, საქართველოში, დაახლოებით, 280 საკურორტო ადგილია, აქედან, 60-ზე მეტი ბალნეო კურორტია. ქვეყანას ასევე 2000-მდე მინერალური წყალი გააჩნია.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

AI ხილვადობა ტურიზმში - მოგზაური ხელოვნური ინტელექტით გეგმავს მოგზაურობას საქართველოში
აჭარა

AI ხილვადობა ტურიზმში: როგორ უნდა გამოჩნდეს ქართული ბიზნესი?

AI ხილვადობა ტურიზმში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მოგზაურები სასტუმროების, ტურების, რესტორნებისა და ახალი მიმართულებების მოსაძებნად ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებენ. ეს ცვლილება ქართულ ტურისტულ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობას აძლევს: მათი ინფორმაცია ისეთი…

მდგრადი ტურიზმი საქართველოში - ბუნება და ადგილობრივი ტურიზმი
აჭარა

რა არის მდგრადი ტურიზმი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ტურიზმის მომავლისთვის?

მდგრადი ტურიზმი ტურიზმის განვითარების თანამედროვე მიდგომაა, რომელიც ეკონომიკურ სარგებელს, გარემოს დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს აერთიანებს. მისი მიზანია ისეთი ტურისტული გარემოს შექმნა, სადაც დღევანდელი განვითარება მომავალ თაობებს ბუნებრივ, კულტურულ და…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…