გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

საქართველო – ჩინეთს შორის პირდაპირი რეისები შესრულდება

ყველა სიახლეზე დაბრუნება
frenebi chinetshi
frenebi chinetshi

ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისმა” და სიჩუანის საერთაშორისო ტურიზმის დეპარტამენტმა საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარული სამგზავრო რეისების გახსნის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს.

ხელმოწერის ცერემონია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში გაიმართა. ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს “ჯორჯიან ეარლაინს გრუპის” პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა და სიჩუანის ტურიზმის დეპარტამენტის ენერალურმა მდივანმა და სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ დენგ ფანგმა.

მემორანდუმი თბილისსა და ჩენგდუს შორის ეკონომიკური, კულტურული და ბიზნეს ურთირთობების ხელშეწყობას გულისხმობს. მემორანდუმის ფარგლებში, ივნისიდან, დაგეგმილია “ჯორჯიან ეარვეისის” მიერ რეგულარული სამგზავრო რეისების შესრულება ჩენგდუ-თბილისის-ჩენგდუს მიმართულებით და თბილისიდან ავიაკომპანიის ოპერირებული ევროპის მიმართულებების ათვისება.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ავიაბილეთების რეალიზაციის თანამედროვე პლატფორმების დანერგვისა და ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის საკითხები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სიჩუანის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის ევრაზიის განყოფილების ხელძღვანელი იუან ჰონლინგი,სიჩუანის საერთაშორისო ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტი, “ჯორჯიან ეარლაინსის” გენერალური დირექტორი ირაკლი მეზვრიშვილი და პირველი მოადგილე ცისია ფანჩვიძე.

თბილისი-ჩენგდუ-თბილისის მიმართულებით რეგულარული სამგზავრო რეისებთან დაკავშირებით თანამშრომლობის მემორანდუმი ასევე კომპანია QLD Logistics-სთან გაფორმდა. საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარული ავიარეისების გახსნის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…