გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

საქაერონავიგაციამ Armats-თან  მემორანდუმი გააფორმა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
gocha mezvrishvili
gocha mezvrishvili

საქაერონავიგაციის გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა და სომხეთის საჰაერო ნავიგაციის სერვისის პროვაიდერი ორგანიზაციის Armats გენერალურმა დირექტორმა ვარდან ჩილინგარიანმა ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციის“ დელეგაციის სომხეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.


მემორანდუმი მიზნად ისახავს რეგიონული საავიაციო კოორდინაციის გაუმჯობესებას, ავიამიმოსვლის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიებისა და გამოცდილების გაზიარებას.


„ჩვენთვის პრიორიტეტულია პარტნიორობა მეზობელ ქვეყნებთან, რათა უზრუნველვყოთ უსაფრთხო და ეფექტური საჰაერო სივრცე მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ჩვენ სომხეთის მხარესთან არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მემორანდუმი მნიშვნელოვნად გააძლიერებს რეგიონულ თანამშრომლობას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად”, – აღნიშნა გოჩა მეზვრიშვილმა.


ვიზიტის ფარგლებში, საქაერონავიგაციის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს სომხეთის საავიაციო სფეროს წარმომადგენლებთან, რომელთა მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის საჰაერო ნავიგაციის და საავიაციო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება იყო.

ასევე, დაესწრნენ ევროკონტროლის (EUROCONTROL) ორგანიზებით გამართულ რეგიონულ ვორქშოპს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, სომხეთის, თურქეთის და ბულგარეთის საჰაერო ნავიგაციის უწყებებმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…