გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

სამედიცინო პროცედურებზე მოთხოვნა სომხეთიდან გაჩნდა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Medical Tourism
Medical Tourism

საქართველოში სამედიცინო პროცედურებზე მოთხოვნა სომხეთიდან გაჩნდა, – ამის შესახებ ქართული სამედიცინო ტურისტული სტარტაპის Connect-ის დამფუძნებელმა ლევან ჭანუყვაძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სამედიცინო პროცედურების კუთხით სტომატოლოგია ყველაზე მოთხოვნადი პროცედურაა.

ლევან ჭანუყვაძის თქმით, საქართველოში სამედიცინო პროცედურებზე მოთხოვნა ისრაელიდან იყო და ამჟამად, მიუხედავად იმისა, რომ ირან-ისრაელის ომის გავლენის ზუსტი შეფასება ჯერჯერობით შესაძლებელი არ არის,  ბოლო დღეებში შემცირება ნამდვილად არის. მისი შეფასებით, ომმა ქვეყნის დატოვება და სამედიცინო ტურიზმი მეორე პლანზე გადასწია.

“რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, ისრაელისთვის თურქული ბაზარი ფაქტობრივად ჩაიკეტა და აქედან გამომდინარე, საქართველოში სამედიცინო პროცედურებზე ისრაელიდან მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაზრდილი იყო. აქამდე თუ ისრაელიდან თითო-თითო პაციენტი ჩამოდიოდა, ბოლო პერიოდში გაიზარდა მათი რიცხვი და ჯგუფებად ჩამოდიოდნენ. 

გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი უფრო აქტიურია სამედიცინო ტურიზმის კუთხით. ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს სომხურ ბაზართან. დაინტერესება მათგან წამოვიდა. სომხური ბაზარი არ არის იმხელა რამხელაც ისრაელის ბაზარია, თუმცა სომხურ ბაზარზე გასვლა ნიშნავს იმას, რომ რეგიონის სხვა ქვეყნებსაც დავაინტერესებთ”, – აცხადებს ლევან ჭანუყვაძე.

რაც შეეხება საქართველოდან მოთხოვნას – ყველაზე დიდი დაინტერესება გამოკვლევების თვალსაზრისით თურქეთის მიმართულებით არის.

ლევან ჭანუყვაძის თქმით, თურქეთთან ერთად, საქართველოდან მაღალი მოთხოვნა გერმანიის მიმართულებით, თუმცა თურქეთი უფრო მეტად ბიუჯეტურია.

ცნობისთვის, სტარტაპი Connect-ი სამედიცინო მომხმარებლებსა და მიმწოდებლებს ინტერესების თანაკვეთისთვის ციფრულ სივრცეს სთავაზობს. სტარტაპი, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ამარტივებს სამედიცინო ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული სერვისების მიღებასა და ანგარიშწარმოებას, როგორც მომხმარებლისთვის, ისე პროცესში ჩართული ორგანიზაციებისთვის.

სტარტაპი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულია.

შეგახსენებთ, რომ ისრაელი და ირანი რამდენიმე დღეა ერთმანეთის ტერიტორიების წინააღმდეგ დარტყმებს ახორციელებენ. დარტყმები ისრაელში 30 ადგილზე განხორციელდა, შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან ირანმა ისრაელის მიმართულებით 370 ბალისტიკური რაკეტა ისროლა.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…