სამცხე-ჯავახეთში 5 * სასტუმროების საშუალო ფასი დეკემბერში 1 040 ლარი იყო

sastumroebi samtskhe - javakhetshi

2025 წლის დეკემბერში საქართველოში სასტუმროს ფასების ინდექსი წლიურად 3.9%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციაშია ნათქვამი.

PMCG-ს მონაცემებით, ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთში, თბილისსა და აჭარაში.

რაც შეეხება თვის ჭრილში ფასების ცვლილებას, 2025 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, სასტუმროს ფასების ინდექსი 4.3%-ით გაიზარდა. 

„2025 წლის დეკემბერში სასტუმროების საშუალო ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში 99 ლარი შეადგინა, 3-ვარსკვლავიან სასტუმროებში – 150 ლარი, ხოლო 4-ვარსკვლავიან სასტუმროებში – 245 ლარი.

2025 წლის დეკემბერში საქართველოში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასი იყო 504 ლარი. ყველაზე მაღალი საშუალო ფასები დაფიქსირდა სამცხე-ჯავახეთში – 1 040 ლარი, მცხეთა-მთიანეთში – 1 001 ლარი და თბილისში – 639 ლარი“, – აღნიშნულია კვლევაში.

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print