გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

“სამ თვეში საქართველომ უკვე მილიონ ტურისტს უმასპინძლა”

ყველა სიახლეზე დაბრუნება
mariam-qvrivishvili
mariam-qvrivishvili

„განსაკუთრებით წარმატებულად დაიწყო მიმდინარე წელი ტურიზმის ინდუსტრიისთვის – სასიხარულოა, რომ პირველი სამი თვის განმავლობაში ჩვენ ქვეყანას ესტუმრა მილიონ 300 ათასზე მეტი საერთაშორისო მოგზაური. აღსანიშნავია, რომ აქედან მილიონი იყო უშუალოდ ტურისტი, რაც მნიშვნელოვანი შედეგია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ის 11 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ასევე აღსანიშნავია, რომ რეკორდულია ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების  რაოდენობა“ “ – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მონაცემებით სრულად აღდგა  კოვიდპანდემიამდელი მდგომარეობა, მეტიც – 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  ზრდა  7 პროცენტამდეა.

„ტურიზმის ინდუსტრიაში კვლავ ნარჩუნდება ძალიან მნიშვნელოვანი დინამიკა, რაც გულისხმობს დივერსიფიკაციას – ჩვენთვის სასიხარულოა, რომ იზრდება ტურისტული ნაკადები ევროპის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით აღსანიშნავია გერმანია, პოლონეთი და სხვა ქვეყნები, ისევე, როგორც მზარდია ტურისტული ნაკადები ყურის ქვეყნებიდან. ჩვენ ვაგრძელებთ დივერსიფიკაციის პოლიტიკას, ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო არეალზე იმისთვის, რომ მიმდინარე წელს ვიხილოთ კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო მოგზაური ჩვენ ქვეყანაში, მივიღოთ კიდევ უფრო მეტი შემოსავალი ტურიზმის ინდუსტრიიდან და ამ სექტორში ჩართულმა მეწარმეებმა შექმნან მეტი ახალი სამუშაო ადგილები“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

სტატისტიკური მონაცემებით, 2024 წლის 3 თვეში საქართველოში 1 მილიონამდე ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც  2019 წლის მონაცემებს +6.4% -ით აჭარბებს, 2023 წელთან შედარებით ზრდა +11%-ია. საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა 1.3 მილიონიან ნიშნულს მიაღწია, რაც პანდემიამდე პერიოდის +80.4%-ით აღდგენაა, ხოლო 2023 წელთან შედარებით ზრდა +7.6%-ია. 

აღსანიშნავია ევროკავშირიდან ვიზიტორების ზრდის რეკორდული მაჩვენებლები – იანვარი-მარტის პერიოდში, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტის ოდენობა,  2019 წლის მონაცემებთან შედარებით 44.4%-ით მეტია.

2024 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში  ყველაზე მეტი ვიზიტი პოლონეთიდან დაფიქსირდა,  რაც 2019 წლის მონაცემებს +67.1%-ით აჭარბებს, შემდეგ მოდის გერმანია (2019 წელთან შედარებით ზრდა 46.1%); გაერთიანებული სამეფო (ზრდა 2019 წელთან 27%.) და ა.შ. გაზრდილია მაღალმხარჯველი ტურისტული ბაზრებიდან ვიზიტების ოდენობაც: ყურის ქვეყნებიდან საქართველოში 27.9%-ით მეტი ვიზიტი განხორციელდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხოლო  2023 წლის მონაცემებთან შედარებით ზრდა 21.6% -ია.  2019 წლის მონაცემებთან შედარებით გაზრდილია  საუდის არაბეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა 33.5%-ით, ხოლო  ქუვეითიდან ვიზიტები – 66.3%-ით.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…