გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილია 2000-მდე ტურისტული პროექტი

ყველა სიახლეზე დაბრუნება
irakli nadareishvili
irakli nadareishvili

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა თბილისში მიმდინარე სტუმარმასპინძლობის საინვესტიციო ფორუმში  (HIF – Hospitality Investment Forum) მიიღო მონაწილეობა. 

ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ნადარეიშვილმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის და მათ შორის სტუმარმასპინძლობის სექტორის განვითარების დინამიკა და შემდგომი პერსპექტივები, ასევე ამ მიზნით მიმდინარე პროექტები გააცნო.

„ტურიზმი  საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი სტრატეგიული და მზარდი დარგია. დღეს ქვეყნის მშპ-ს თითქმის 10% ტურიზმის სექტორით არის წარმოდგენილი. ეს არის ძალიან მაღალი ინკლუზიურობის მქონე სფერო დასაქმების კუთხით. ასევე ბიზნეს სექტორის დივერსიფიცირების თავლსაზრისით – ტურიზმის ინდუსტრიაში გვყავს ათასობით მიკრო და მცირე მეწარმე და ამავე დროს უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიებიც. ასევე ძალიან ფართოა იმ პროდუქტებისა და სერვისების დიაპაზონი, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიისთვის არის საჭირო“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ფორუმის მონაწილეებს ტურიზმის სექტორის განვითარების კუთხით არსებული რეკორდული მაჩვენებლები და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. 

„გასულ წელს რეკორდულ 7.8 მლნ საერთაშორისო ვიზიტორს. 2025 წელს შემოსავლების კუთხითაც რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა – 4.7 მლრდ აშშ დოლარი. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვიზიტორების 70% არიან ტურისტები, რომლებიც განმეორებით ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში. მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაც –  1.2 მლრდ აშშ დოლარის ინვესტირება მოხდება თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც 2031 წლიდან ამოქმედდება და წლიურად დაახლოებით 20 მლნ მგზავრს მოემსახურება. მნიშვნელოვნად ვაფართოებთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს, ასევე მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება  პირდაპირი ფრენების სტიმულირების მიმართულებით. 2025 წელს საქართველოს აეროპორტებიდან 70-ზე მეტი ავიაკომპანია 120-ზე მეტი საჰაერო ხაზზე ოპერირებდა“, – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ ფორუმის მონაწილეებს ასევე ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ. 

„ადგილობრივი ბიზნესის განვითარების კუთხით გვაქვს მკვეთრი ზრდა, მათ შორის საერთო ჯამში სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილია  2000-მდე პროექტი, რომლებიც სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიას და სხვა ტურისტულ მიმართულებებს უკავშირდება” – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

„სტუმარმასპინძლობის საინვესტიციო ფორუმი თბილისი 2026“ მნიშვნელოვანი საერთაშორისო საინვესტიციო პლატფორმაა – ფორუმში მონაწილეობენ წამყვანი სასტუმრო ბრენდები, ინვესტორები, ადგილობრივი და საერთაშორისო დეველოპერები, საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლები.

ფორუმზე ესწრებოდა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძეც, რომელმაც ოფიციალურად გახსნა 2026 წლის თბილისის სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი (Hospitality Investment Forum Tbilisi 2026) და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…