გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

“საქართველოს ავიაბაზარზე Transavia France-ი შემოვიდა”

ყველა სიახლეზე დაბრუნება
mariam kvrivishvili
mariam kvrivishvili

„საქართველოს ავიაბაზარზე ევროპული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia France – ის შემოსვლით კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ევროპასთან პირდაპირი ფრენების რაოდენობა.

ოპერირების დაწყებას წინ უძღოდა ინტენსიური და აქტიური მოლაპარაკებები, რომელიც ავიაკომპანიასთან წარმატებით დასრულდა.

ჩვენი მიზანია, გვქონდეს მეტი წვდომა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებთან და პირდაპირი რეისების მეშვეობით საქართველოში კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო მოგზაური შემოვიყვანოთ,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

12 აპრილიდან Transavia France – ი პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში ორი სიხშირით A320 ხომალდით ასრულებს.


როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მიზნობრივ ბაზრებზე მარკეტინგულ კამპანიებს გააფართოებს, რათა პირდაპირ ფრენებთან ერთად გაიზარდოს საქართველოს ტურისტული ცნობადობა და ქვეყანაში უფრო მეტი საერთაშორისო ტურისტი შემოვიდეს.

„ჩვენი პოლიტიკაა სამიზნე ბაზრების დივერსიფიკაცია, რისი წარმატებული მაგალითია 2025 წლის აპრილი, რომლის დროსაც ჩვენი ქვეყნის ავიაბაზარზე 4 ევროპული მსხვილი ავიაკომპანია შემოვიდა. მიმდინარე ზაფხულის სეზონისთვის კიდევ უფრო მეტ პირდაპირ ფრენას ველოდებით,“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისი თქმით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პიკური პერიოდისთვის საქართველოს მასშტაბით 60 სამგზავრო ავიაკომპანია ავიარეისებს 110 – ზე მეტ საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 735-740 სიხშირით შეასრულებს, რაც გასული წლის ზაფხულის სეზონთან შედარებით დაახლოებით 6%-ით მეტი იქნება.


Transavia France – ი 2006 წელს დაფუძნებული ფრანგული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც Air France-ისა და ჰოლანდიური Transavia-ს მფლობელობაში შედის. მისი ძირითადი ბაზა პარიზის, ორლის აეროპორტში მდებარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…