გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

რომელი ახალი ავიაკომპანიები იფრენენ ამ სეზონზე თბილისში

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Tbilisi International Airport
Tbilisi International Airport

მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტს 8 ახალი ავიაკომპანია და 13 ახალი მიმართულება ემატება.

როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიის, TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განაცხადა, გარდა British Airways-ისა და easyJet-სა საქართველოს ავიაბაზარზე შემოდიან Transavia France, Edelweiss Air, Fly Khiva, Samair/Air Samarkand, Tezjet და Air Serbia.


„სიახლეები ბევრი გაქვს. შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გვეყოლება 8 ახალი ავიაკომპანია. იცით, რომ easyJet-იც იწყებს ოპერირებას, ასევე გვყავს ახალი კომპანიები, როგორიც არის Edelweiss და სხვა… სულ რაოდენობრივად არის 8 ახალი კომპანია, რომელიც წელს იწყებს ოპერირებას. ასევე ბაზარზე არსებული ავიაკომპანიებიც ზრდიან სიხშირეებს“, – აცხადებს TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე.


მისივე თქმით, აქტიურ სეზონზე აეროპორტი დღეში დაახლოებით 120 რეისს მოემსახურება.
„დღეში მაქსიმუმი 120 რეისია, რასაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ზაფხულის პერიოდში ველოდებით. ვფიქრობთ, რომ 2025 წელს რეკორდული მგზავრთნაკადით ჩავხურავთ. 2024 წელი დავხურეთ 4,7 მლნ მგზავრით და ვფიქრობთ, რომ წელს 5,2-5,3 მლნ მგზავრი გვეყოლება“, – აღნიშნა თეა ზაქარაძემ.


ამავდროულად TAV Georgia აეროპორტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახლებას განაგრძობს:


„თვითმფრინავებისთვის ახალი სადგომები მოეწყო. გაფართოვდა „ტაქსი ვეი ეკო“, ასევე იცით, რომ აეროპორტში გაფრენის და მოფრენის სივრცე გაფართოვდა. 44%-ით გადიდდა გაფრენის ტერმინალი, ხოლო მოფრენის ტერმინალი 48%-ით. ეს ნიშნავს იმას, რომ რიგები აღარ გვაქვს და ეს ნიშნავს იმას, რომ გაქვს კომფორტული სივრცეები და შეგვიძლია არსებული ინფრასტრუქტურით 6,5 მლნ მგზავრს მოვემსახუროთ“, – აღნიშნა TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა.

avianews.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს ტურისტული კომპანიები IBTM World 2026-ის საერთაშორისო გამოფენაზე ბარსელონაში.
თბილისი

IBTM World 2026: საქართველო MICE ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე – რა უნდა მოჰყვეს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობას?

MICE ტურიზმი საქართველოში სულ უფრო მნიშვნელოვან მიმართულებად ყალიბდება ქვეყნის საერთაშორისო ტურისტული პოზიციონირებისთვის. საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს. 17-19 ნოემბერს ბარსელონაში გამართულ IBTM World 2026-ში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,…

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…