გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

როგორია საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადი?

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Batumi International Airport
Batumi International Airport

საქართველოს აეროპორტებმა 2025 წლის იანვარ-მაისში პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის ​51,11%-იანი ზრდა აჩვენეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 3 მლნ-მდე მგზავრს მოემსახურა, რაც 15,1%-ით მეტია 2024 წლის 5 თვის მონაცემებთან შედარებით, ხოლო 50,1%-ით მეტი ვიდრე 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტები პანდემიამდელ პერიოდში ანუ 2019 წლის იანვარ-მაისში 1914974 მგზავრს მოემსახურა, 2023 წლის იანვარ-მაისში 1928077 მგზავრს, 2024 წლის იანვარ-მაისში 2513565 მგზავრს, ხოლო 2025 წლის იანვარ-მაისში კი 2893274 მგზავრს.

2025 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1892220 მგზავრს მოემსახურა, რაც 13,3%-ით მეტია, ვიდრე 2024 წლის იანვარ-მაისში აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა.

2024 წლის იანვარ-მაისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1669628 მგზავრს, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 1245990 მგზავრს, ხოლო 2019 იანვარ-მაისში კი 1485118 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ თუ 2025 წლის 5 თვის მაჩვენებლებს 2019 წლის 5 თვესთან შევადარებთ, მგზავრთნაკადი 27,4%-ითაა გაზრდილი. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდა 51,9%-ის დონეზეა.

2019 წლის იანვარ-მაისთან შედარებით მგზავრთნაკადის ​141.9%-იანი ზრდაა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში.

2025 წლის იანვარ-მაისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 328744  მგზავრი გაატარა, რაც 39,9%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 96.5%-ით მეტი 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2024 წლის 5 თვის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 234989 მგზავრს, 2023 წლის იანვარ-მაისში 167294  მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარ-მაისში კი 135926 მგზავრს მოემსახურა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2025 წლის იანვარ-მაისში მონაცემებით პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის ​129.8%-იანი ზრდა აჩვენა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მაისში 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის ​10.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 32%-იანი ზრდა

2019 წლის 5 თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 288626 მგზავრს მოემსახურა, 2023 წლის იანვარ-მაისში 502158 მგზავრს, 2024 წლის 5 თვეში 600166  მგზავრს, ხოლო 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში 663236  მგზავრს.

avianews.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…