გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

როდის გაიხსნება ღვინის პირველი წყალქვეშა მუზეუმი?

ყველა სიახლეზე დაბრუნება
gvinis-muzeumi
gvinis-muzeumi

„ზღვის ფსკერზე დაძველებულ ღვინოს თავისებური, სულ სხვანაირად კარგი გემო აქვს“ – “საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის” თავმჯდომარემ დავით ნიკოლეიშვილმა პირველი წყალქვეშა მუზეუმის შესახებ ისაუბრა, რომლის გახსნაც ჯერ კიდევ მოლაპარაკების ეტაპზეა.

როგორც მან „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა, პროექტის განხორციელება, რაც გულისხმობს ზღვის ფსკერზე ღვინის დაძველებას, 2020 წელს მეგობართან ერთად დაიწყო. მისი თქმით, ზოგადად, მსოფლიოში ეს იდეა ჩაძირულ გემებზე ნაპოვნი სასმელიდან წარმოიშვა, რომელიც გამორჩეულად გემრიელი იყო ხოლმე.

„ყოფილა შემთხვევები, რომ წითელ ზღვაში ჩაძირული გემიდან ამოტანილი ასეთი ღვინო 5 ათას დოლარად გაყიდულა აუქციონზე, შესაბამისად, ღვინის წყალში დაძველების იდეა აქედან წამოვიდა.

მე და ჩემი მეგობარი თავდაპირველად ამფორების მიმართულებით ვმუშაობდით და საკმაოდ კარგი შედეგი მოგვცა. დავინახეთ, რომ სწორი გზით მივდიოდით, თუმცა ჩვენი მთავარი პრობლემაა ის, რომ არ გვაქვს ტერიტორია, რათა ჩვენი კონტეინერები დაცული იყოს. მნიშვნელოვანია, რომ ადგილზე, სადაც კონტეინერები განთავსდება, დაბალი ტემპერატურა იყოს, რამდენიმე ასეთი ადგილი ფსკერზე ნანახი მაქვს, მაგრამ ჯერ ვერ მივაღწიე იმას, რომ ზღვაში ადგილი გამოგვიყონ“, – აცხადებს დავით ნიკოლეიშვილი.

მისი თქმით, ტურიზმის დეპარტამენტისგან, ეკონომიკის სამინისტროსგან, რომელსაც არაერთხელ მიმართეს თხოვნით, გამოუყონ ადგილი ზღვაში, პასუხი ვერ მიიღო.

„თუ ვინმეს უნდა ჰქონდეს ღვინის მარანი და მუზეუმი, ეს უნდა იყოს საქართველო. ღვინო ჩვენი სიმბოლოა – ყველა ასპექტია ამისთვის. დიდი იმედით ველოდები ზაფხულს, ერთ-ერთმა ევროულმა ქვეყანამ უნდა გამოიკვლიოს ჩვენი სანაპირო და თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, ჩვენ გავაკეთებთ ღვინის პირველ წყალქვეშა მუზეუმს“, – განაცხადა დავით ნიკოლეიშვილმა.

პროექტის ავტორი აცხადებს, რომ გლობალურმა დათბობამ მათ საქმიანობასაც შეუშალა ხელი, რადგან ზღვის ტემპერატურამ მოიმატა.

„25-27 გრადუსამდე აიწია წყლის ტემპერატურამ, რაც ღვინისთვის ცუდია. შესაბამისად, მეტ სიღრმეებზე გვიწევს გადასვლა, რაც ტექნიკურად ძალიან რთულია ჩვენს პირობებში“ – ამბობს დავით ნიკოლეიშვილი.

bpn.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

ზამთრის დასვენება საქართველოში - გუდაურის სათხილამურო კურორტი
აჭარა

რა ეღირება ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წელს – სათხილამურო აბონემენტები, სასტუმროები და ტრანსპორტი

ზამთრის დასვენება საქართველოში 2026-2027 წლების სეზონზე გაძვირდება. საქართველოს ოთხ მთავარ სამთო-სათხილამურო კურორტზე - გუდაურში, ბაკურიანში, მესტიასა და გოდერძიზე - საბაგიროების ახალი ტარიფები უკვე ცნობილია. ერთდღიანი აბონემენტების ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 50-დან…