გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

რეგიონში ქართული პასპორტი ყველაზე ძლიერია-Rankingroyals

ყველა სიახლეზე დაბრუნება
pasporti
pasporti

Rankingroyals-ის რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების რეიტინგში, 199 ქვეყანას შორის, ქართული პასპორტი 116 მიმართულებით 50-ე ადგილზეა და რეგიონში ყველაზე ძლიერი პასპორტია.

Rankingroyals-ის მიხედვით, 52-ზეა თურქეთი – 110 ქულით, 68-ზეა ბელარუსი 78 მიმართულებით, 76-ზე აზერბაიჯანი 70 მიმართულებით, 79-ზე სომხეთი 66 მიმართულებით; ქართულ პასპორტზე ძლიერი პასპორტი აქვს რუსეთს. Rankingroyals წერს, რომ სანქციების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია ერთი პოზიციით დაწინაურდა და 49-ე ადგილზეა 118 მიმართულებით; 144 მიმართულებით უკრაინა 36-ე ადგილზეა.

Rankingroyals-ის მიხედვით, 2023 წელს ყველაზე ძლიერი პასპორტი იაპონურია. სამეულშია – სინგაპურისა და სამხრეთ კორეის პასპორტები.

ისტორიულად, ევროპის ქვეყნები ყველაზე ძლიერი პასპორტების სიაში დომინირებენ, მაგრამ ბოლო წლებში აზიის ქვეყნებმა გადაინაცვლეს ლიდერის პოზიციაზე.

წელს ყველაზე მძლავრი პასპორტის მქონე 3 ქვეყანა აზიაში იყო: იაპონია, სინგაპური და სამხრეთ კორეა; გერმანული და ესპანური პასპორტები ყველაზე ძლიერი პასპორტებია ევროპაში; შეერთებული შტატები მე-7 პოზიციაზეა 187 მიმართულებით.

10 წლის წინ, არაბეთის გაერთიანებული საამიროების პასპორტის მფლობელებს შეეძლოთ უვიზოდ მოგზაურობა მხოლოდ 72 ქვეყანაში. 2023 წელს ეს რიცხვი 178-მდე გაიზარდა.

ყველაზე ძლიერი პასპორტის მქონე ქვეყნებს ათეულია ასეთია:

ქვეყნის სახელი/უვიზო მიმოსვლა, ან ჩასვლისთანავე იოლი წვდომა სხვა ქვეყნებთან; 

იაპონია 193 ქვეყანასთან აქვს უვიზო მიმოსვლა, ან ჩასვლისთანავე იოლი წვდომა სხვა ქვეყნებთან;

სინგაპური – 193;

სამხრეთ კორეა 192;

გერმანია 191;

ესპანეთი 191;

ფინეთი 190;

იტალია 190;

ლუქსემბურგი 190;

ავსტრია 189;

დანია 189;

ნიდერლანდები 189;

შვედეთი 189;

საფრანგეთი 188;

ირლანდია 188;

პორტუგალია 188;

გაერთიანებული სამეფო 188;

ბელგია 187;

ჩეხეთის რესპუბლიკა 187;

ახალი ზელანდია 187;

ნორვეგია 187;

შვეიცარია 187;

შეერთებული შტატები 187;

ავსტრალია 186;

კანადა 186;

საბერძნეთი 186;

მალტა 186;

უნგრეთი 185;

პოლონეთი 185;

ლიტვა 184;

სლოვაკეთი 184.

შეგახსენებთ, რომ ყველაზე ძლიერ პასპორტად ითვლება ის პასპორტი, რომელიც უზრუნველყოფს უვიზო მიმოსვლის ან ჩასვლისთანავე წვდომას მსოფლიოს რაც შეიძლება მეტ ქვეყანასთან. მაგალითად, 193 მიმართულებაზე უვიზო ან ჩასვლისთანავე წვდომით, იაპონიისა და სინგაპურის პასპორტები 2023 წლის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პასპორტებია.

ინდექსი 199 სხვადასხვა პასპორტისა და 227 განსხვავებული სამოგზაურო მიმართულების მიხედვით შედგა. მისი განახლება ყოველ 3თვეში ერთხელ ხდება .

commersant.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…