გადასვლა მთავარ შიგთავსზე
თბილისიtravelnews.ge

რაზე ისაუბრა ჩვენმა დელეგაციამ UN Tourism-ის მდივანთან

ყველა სიახლეზე დაბრუნება
Un Tourism
Un Tourism

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) ახალი გენერალური მდივანი მიმდინარე წელს საქართველოს ვიზიტით ეწვევა. აღნიშნული ცნობილი გახდა შეიხა ალ ნუვაისისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის შეხვედრაზე, რომელიც ესპანეთის ქალაქ მადრიდში, ორგანიზაციის სათაო ოფისში გაიმართა.

მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და UN Tourism – ს შორის მრავალწლიანი და წარმატებული თანამშრომლობა, ასევე მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები. საუბარი შეეხო მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას, ინოვაციური მიდგომების დანერგვას, ტურისტული სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას და საქართველოს, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების, საერთაშორისო ცნობადობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

მინისტრის მოადგილემ ორგანიზაციის ახალ გენერალურ მდივანს გააცნო საქართველოს ტურიზმის სექტორში განხორციელებული რეფორმები, მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები.

შაიხა ალ ნუვაისმა დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ტურიზმის სფეროში მიღწეული პროგრესი და გამოთქვა მზადყოფნა, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს როგორც ინსტიტუციური განვითარების, ისე ერთობლივი პროექტებისა და ინიციატივების მიმართულებით.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს და პარტნიორობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

შეხვედრას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში ალექსანდრე ჭკუასელი დაესწნენ.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…