გადასვლა მთავარ შიგთავსზე
უცხოეთის სიახლეებიtravelnews.ge

რატომ ტოვებენ კომპანიები ჩინეთის ავიაბაზარს?

ყველა სიახლეზე დაბრუნება
aviakompaniebi
aviakompaniebi

რუსეთის საჰაერო სივრცის დახურვის შემდეგ ევროპული ავიაკომპანიები ჩინეთის ბაზარს ტოვებენ.

Virgin Atlantic-მა და SAS Scandinavian Airlines-მა წელს მთლიანად შეაჩერეს ფრენები ჩინეთის მიმართულებით. იმავდროულად რიგი სხვა კომპანიები – Finnair, British Airways, Lufthansa და LOT Polish Airlines – “მშვიდად ტოვებენ” ჩინეთის მიმართულებებს, იტყობინება საავიაციო ახალი ამბების საიტი Skift.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა სწრაფად დააწესეს სრული აკრძალვა რუსულ თვითმფრინავებზე თავიანთ ქვეყნებში. რუსეთმა კი მათ თავისი საჰაერო სივრცის დახურვით უპასუხა, რითაც აიძულა ევროპელი ავიაკომპანიები აზიისკენ უფრო გრძელი მარშრუტების იფრინონ.

იმის გამო, რომ საწვავი ავიაკომპანიის საოპერაციო ხარჯების დაახლოებით 25 პროცენტს შეადგენს, ჩინეთში ფრენები მნიშვნელოვნად გაძვირდა, რამაც ევროპული ავიაკომპანიები აიძულა გადახედონ თავიანთ გეგმებს. ხანგრძლივ ფრენებს ასევე მეტი ეკიპაჟი სჭირდება, რაც ასევე ზრდის ხარჯებს.

avianews,ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

საქართველოს საიმიჯო სარეკლამო ბანერი ლონდონში
თბილისი

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება – საქართველოს რეკლამა 50 ლოკაციაზე

დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში ვიზიტები იზრდება, რაც ბრიტანეთის ტურისტული ბაზრის მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მოგზაურების მოსაზიდად დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში საქართველოს საიმიჯო სარეკლამო…

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში და საერთაშორისო ავიაკომპანიების ციფრული ტექნოლოგიები
აჭარა

როგორ იყენებენ საერთაშორისო ავიაკომპანიები ხელოვნურ ინტელექტს და რას ნიშნავს ეს საქართველოს ტურიზმისთვის?

ხელოვნური ინტელექტი ავიაციაში სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს და საერთაშორისო ავიაკომპანიების მუშაობის წესს ცვლის. Qatar Airways, Wizz Air, Lufthansa და Turkish Airlines უკვე იყენებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს მგზავრთა მომსახურების გასაუმჯობესებლად,…

იტალიელი ჟურნალისტების ველომოგზაურობა საქართველოში პროექტ Bike & Wine Georgia-ს ფარგლებში
კახეთი

იტალიელი ჟურნალისტები საქართველოს ღვინის რეგიონებს ველოსიპედებით ეწვივნენ – „Bike & Wine Georgia“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიელი ჟურნალისტები საქართველოში პრესტურის „Bike & Wine Georgia“-ს ფარგლებში იმყოფებოდნენ. ოთხდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოინახულეს თბილისის ისტორიული უბნები. ისინი ასევე ეწვივნენ ქვემო ქართლისა და…