გადასვლა მთავარ შიგთავსზე
რაჭა - ლეჩხუმიtravelnews.ge

რაჭის მიმართ ტურისტული ინტერესი გაიზარდა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
turizmi rajashi
turizmi rajashi

“ჭრებალოს მარნის” თანადამფუძნებლის სალომე ლეკიშვილის განცხადებით, რაჭის მიმართ ტურისტული ინტერესი გაიზარდა.

როგორც მან “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნა, რაიონში ძალიან ბევრი ახალი ობიექტი გაიხსნა, რაც სწორედ ტურისტული ნაკადების ზრდასთან არის დაკავშირებული.

“ჩვენი სტუმრები ძირითადად ადგილობრივი ტურისტები არიან, თუმცა ხშირად არიან უცხოელებიც. შეიძლება ითქვას, რომ 70% არის ადგილობრივი, ხოლო 30% უცხოელი ტურისტია. აგვისტოში 80%-იან დატვირთულობას ველოდებით. ამ ეტაპზე რაჭაში ტურიზმი სეზონურია, თუმცა რეგიონის მიმართ ცნობადობა გაიზარდა”, – აღნიშნა სალომე ლეკიშვილმა.

როგორც “ჭრებალოს მარნის” თანადამფუძნებელი აცხადებს, კომპანია სასტუმროს მიმართულებით განვითარებას გეგმავს და ასევე, სხვადასხვა თემატური ტურების დამატებას აპირებს.

“ამჟამად სასტუმროს პროექტირების ეტაპზე ვართ და გვინდა, რომ 2025 წლის ზაფხულის სეზონისთვის დავასრულოთ მშენებლობა. ძალიან დიდი მოთხოვნა და დაინტერესებაა და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ სასტუმროს მიმართულებაც ჩავსვათ ჩვენს კომპლექსში.გარდა ამისა, სასტუმროს დამატებამდე ჩვენ გვინდა, რომ მომხმარებლებს სხვადასხვა თემატური პაკეტები შევთავაზოთ. მათ შორის, ღვინის, კულინარიული და ა.შ.”, – აცხადებს 

ცნობისთვის, მარანი  ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭრებალოში, ხვანჭკარის ზონაში მდებარეობს. განთავსებულია 1896 წელს აშენებულ ისტორიულ შენობაში მდინარე ასკის პირას, ხოლო ვენახი გაშენებულია სოფ. ჟოშხაში, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე.

კომპანიის მფლობელები წარმოადგენენ თავად სოფელ ჭრებალოს დამფუძნებლების შთამომავლებს, სწორედ ამან განაპირობა სოფ. ჭრებალოს ისტორიულ შენობაში ღვინის საწარმოსა და მარნის დაარსება. „ჭრებალოს მარანი“  რაჭა-ლეჩხუმის რჩეული ვენახებიდან 7 სახეობის ქვევრის, მშრალ და ნატურალურად ნახევრად ტკბილ ღვინოებს აწარმოებს. მარანში ხდება ასევე ჭაჭის წარმოებაც.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…

ტურისტული გიდების რეგისტრაცია საქართველოში
აჭარა

ტურისტული გიდების, ტუროპერატორებისა და ტურაგენტების რეგისტრაცია სავალდებულოა – 2027 წლიდან ჯარიმები ამოქმედდება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს ახალი საკანონმდებლო ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს. 2026 წლის 1 ივნისიდან ტურისტული გიდების, ტუროპერატორებისა და ტურისტული სააგენტოების (ტურაგენტების) რეგისტრაცია ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში სავალდებულოა. რეგისტრაციის…