Radisson RED Tbilisi: ქართულ პორტფელს 3 პროექტი კიდევ დაემატება

Radisson RED Tbilisi

ქართულ პორტფელს 2-3 პროექტი კიდევ დაემატება, – ამის შესახებ სასტუმრო Radisson RED Tbilisi-ის გენერალურმა მენეჯერმა ივიცა ლოვრიჩმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო მოგზაურებისთვის ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანა გახდება.

თბილისში სასტუმროს გახსნამდე ვაკვირდებოდით ბაზარს და გვესმოდა, რომ საქართველოში პოზიტიური ტენდენციები არსებობს. ჩვენი მოლოდინები გამყარდა.

ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო, რომ შემდეგ წლებში – 2-3 პროექტი დაემატება ქართულ პორტფელს. ჩვენ ვხედავთ და ვაკვირდებით ბოლო რამდენიმე წელს და ვხედავთ რომ ბაზარი ფართოვდება. განსაკუთრებით შუა აღმოსავლეთიდან და ჩრდ. აფრიკიდან მოგზაურთა  ტენდენცია იზრდება და მე ნამდვილად მწამს, რომ საქართველო ნამდვილად პოპულარული იქნება არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნებიდან, არამედ უფრო დაშორებული ქვეყნებიდანაც“, – განაცხადა ივიცა ლოვჩინმა.

შეგახსენებთ, Radisson RED Tbilisi გასული წლის სექტემბერში აღმაშენებლის გამზირზე გაიხსნა, რომელიც Radisson Group -ის ქოლგის ქვეშ რიგით მეოთხე სასტუმროა საქართველოში, თუმცა განსხვავებული კონცეფციის. 

bp.ge

Picture of travelnews.ge

travelnews.ge

Facebook
Twitter
LinkedIn
Pinterest
Telegram
Print

გამოგვიწერე და მიიღე სიახლეები