გადასვლა მთავარ შიგთავსზე
აჭარაtravelnews.ge

ქვეყანაში ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვა გაიზარდა

ყველა სიახლეზე დაბრუნება
brendirebuli sastumroebi
brendirebuli sastumroebi

საერთაშორისო კვლევითი კომპანიის STR Global-ის მონაცემებით, 2024 წელს, საქართველოში ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი 53.1%-ია, რაც 2023 წლის მონაცემებთან შედარებით 5.3%-ით მეტია.ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. 

აღსანიშნავია, რომ  ყველაზე მაღალი დატვირთვა ივლისის თვეში (70%) დაფიქსირდა. ტრადიციულად ყველაზე მაღალი დატვირთვით ივლისი-სექტემბრის თვის პერიოდი ხასიათდება. 2024 წელს 2019 წელთან შედარებით, განთავსების ობიექტების რაოდენობა საგრძნობლად, 49.8%-ით გაიზარდა.

STR Global-ის მონაცემებით, განთავსების საშუალებათა გაზრდილი მიწოდების  პირობებშიც კი საქართველოში არსებული ბრენდირებული სასტუმროები  53.1%-იანი დატვირთვით ფუნქციონირებს.

2025 წელს სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტის ზრდის შესახებ საუბრობს HSC Group Hospitality – ს დამფუძნებელი გიორგი დოლიძე.

“ჩვენს სასტუმროებში წლიდან წლამდე გვაქვს მზარდი სტატისტიკა დატვირთულობისა და საფასო პოლიტიკის კუთხით. 2023 წელს 2024 – ს თუ შევადარებთ, დატვირთულობა გაიზარდა საშუალოდ 8-10%-ით, ხოლო ფასების აწევა შევძელით 15%-მდე ნიშნულით. 2023 წელი საშუალოდ 65% გვქონდა, რაც შეეხება 2024 – ს, გადავაჭარბეთ 70%-იან დატვირთულობას. 2025 წელს  გვაქვს მოლოდინი რომ 75% “ოქუფანსის” დავდებთ გაზრდილი ფასებით.

2024 წელთან შედარებით, 2025 წელს ფასები 10%-ით გავზარდეთ და ამ ტენდენციას ვინარჩუნებდით კოვიდის შემდგომ ყოველ მომდევნო წელს. გამომდინარე იქიდან, რომ იანვარი და თებერვალი თბილისისთვის ყველაზე დაბალი სეზონის ყველა ცუდი თვეებია, ამჟამად ვიმყოფებით 45%-55% დატვირთულობის ფარგლებში, რაც 3-5%-ით მეტია 2024 წლის იანვარ – თებერვალთან შედარებით.

საქართველოში წლიდან წლამდე მზარდია ბრენდული სასტუმროების სანომრე ფონდზე მოსული დატვირთვა, მზარდია ასევე გამოცხადებული ფასებიც. უახლოეს მომავალში, საქართველოში, 15-მდე საერთაშორისო ბრენდი ობიექტის გახსნაა დაგეგმილი, რაც ცხადყოფს ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესს ინვესტორებისა და ასევე ბრენდების მხრიდან.

თუ 10-15 წლის წინ რომელიმე ბრენდის შემოყვანა დაკავშირებული იყო საკმაოდ კომპლექსურ მოსამზადებელ კვლევებსა და სამუშაოებთან და თან ახლდა უამრავი რთული ნაბიჯი, დღეს ეს ყველაფერი ძალიან გამარტივებულია, რადგან ქვეყანამ ტურიზმის მიმართულებით თავი კარგად გამოაჩინა და თითქმის ყველა ბრენდისთვის საინტერესო ლოკაციად მოინიშნა მსოფლიო რუკაზე”,-აცხადებს HSC Group Hospitality – ს დამფუძნებელი გიორგი დოლიძე.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

AI ხილვადობა ტურიზმში - მოგზაური ხელოვნური ინტელექტით გეგმავს მოგზაურობას საქართველოში
აჭარა

AI ხილვადობა ტურიზმში: როგორ უნდა გამოჩნდეს ქართული ბიზნესი?

AI ხილვადობა ტურიზმში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან მოგზაურები სასტუმროების, ტურების, რესტორნებისა და ახალი მიმართულებების მოსაძებნად ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებენ. ეს ცვლილება ქართულ ტურისტულ ბიზნესებს ახალ შესაძლებლობას აძლევს: მათი ინფორმაცია ისეთი…

მდგრადი ტურიზმი საქართველოში - ბუნება და ადგილობრივი ტურიზმი
აჭარა

რა არის მდგრადი ტურიზმი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი ტურიზმის მომავლისთვის?

მდგრადი ტურიზმი ტურიზმის განვითარების თანამედროვე მიდგომაა, რომელიც ეკონომიკურ სარგებელს, გარემოს დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს აერთიანებს. მისი მიზანია ისეთი ტურისტული გარემოს შექმნა, სადაც დღევანდელი განვითარება მომავალ თაობებს ბუნებრივ, კულტურულ და…

ტურიზმის მდგრადობა და საერთაშორისო ტურიზმის გლობალური განვითარება - დედამიწა კოსმოსიდან
თბილისი

ტურიზმი 2026 წელს: რატომ აღარ არის ვიზიტორების რაოდენობა წარმატების ერთადერთი საზომი

სტატიის მთავარი სათქმელი იქნება: ტურიზმის ახალი კონკურენცია მხოლოდ მეტი ვიზიტორის მოზიდვაში აღარ მდგომარეობს. სულ უფრო მნიშვნელოვანია ტურისტის დანახარჯი, მოგზაურობის ხანგრძლივობა, ბაზრების დივერსიფიკაცია, მომსახურების ხარისხი და ტურისტული სექტორის მდგრადობა. ეს არის…