ქვაყუნტიაზე გსმენია?
თუ მოგზაურობა გიყვარს და ბუნების საოცრებები შენი გატაცებაა, ეს პოსტი აუცილებლად უნდა წაიკითხო!
ქვაყუნტია უზარმაზარი მოქანავე ლოდია, რომლის წონაც 8 ტონამდე აღწევს. მაგრამ მის მოძრაობაში მოსაყვანად სულაც არ არის საჭირო სუპერძალა — საკმარისია თითის ოდნავ შეხება და ლოდი ქანაობას იწყებს!
ამ საოცარი ლოდის ამბავს travelnews.ge-ს გიორგი დვალაშვილი, გეოგრაფი და მოგზაური, უზიარებს. მისი თქმით, ქვაყუნტია ერთ-ერთი საოცარი ბუნების ფენომენია საქართველოში, რომელიც საკუთარი თვალით უნდა ნახოთ და განიცადოთ.
რატომ ჰქვია მას “ქვაყუნტია”?
ლოდს სახელი ადგილობრივებმა შეურჩიეს. ათასწლეულების განმავლობაში ბუნებამ მისი ოთხი საყრდენი წერტილიდან ერთი გამორეცხა და მხოლოდ სამი დაუტოვა. ამიტომ, მცირე ზემოქმედებითაც კი იწყებს ქანაობას, რის გამოც მას “ქვაყუნტია” დაარქვეს.
სად შეგიძლია ნახო ქვაყუნტია?
ადგილმდებარეობა: სოფელი ხრეითი, ზემო იმერეთი, საქართველო.
როგორ მიხვიდე: ჭიათურიდან გააგრძელე გზა რაჭის ქედისკენ და სოფელ ხრეითში იპოვე ეს საოცრება.
საინტერესო ფაქტი
ასეთი ტიპის ლოდები მსოფლიოში ძალიან იშვიათია. საქართველოში კიდევ ერთი მსგავსი ლოდი გვხვდება წალენჯიხაში, რომელსაც “ქვაქანცალია” ეწოდება.
თუ ბუნების საოცრებების მოყვარული ხარ, აუცილებლად დაგეგმე ქვაყუნტიას მონახულება!
ავტორი: შორენა მერკვილაძე