გადასვლა მთავარ შიგთავსზე
რაჭა - ლეჩხუმიtravelnews.ge

“ქულბაქის მწვანე ტბა” გაფართოებას გეგმავს

ყველა სიახლეზე დაბრუნება
qulbaqis tba
qulbaqis tba

ცაგერის მუნიციპალიტეტში მდებარე ტურისტული ობიექტი “ქულბაქის მწვანე ტბა“ მომავალი წლიდან გაფართოებას გეგმავს.

როგორც  კომპანიის დამფუძნებელი კახა გასვიანი “ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს,  პროექტი ითვალისწინებს მცირე სასტუმროს, მარნის და რამდენიმე კოტეჯის  მშენებლობას. ინვესტიციის სავარაუდო მოცულობა დაახლოებით  $250 000 -ია.

მისი ინფორმაციით, კომპანიამ გაფართოების გადაწყვეტილება მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღო.  ამ ეტაპზე ობიექტი ორი კოტეჯით და მცირე სასტუმროთი არის წარმოდგენილი, რომელიც გაზრდილ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ახალი სასტუმრო დაახლოებით იმავე ტერიტორიაზე ცალკე აშენდება.

კომპანია ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან  – როგორც ევროპისა და აზიის სახელმწიფოებიდან, ასევე ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მასპინძლობს. დამსვენებლების 50% ადგილობრივ ტურისტებზე მოდის. 

რაც შეეხება სერვისს,  კახა გასვიანის თქმით, საკმაოდ მრავალფეროვანია და დამსვენებლებს შესაძლებლობას აძლევს,  თევზჭერაში მიიღონ მონაწილეობა, სურვილის შემთხვევაში, თვითონ შეწვან თევზი, ნავით ან ეტლით გაისეირნონ,  ჩაერთონ ცხენების ტურში, დაათვალიერონ ლეჩხუმის ღირსშესანიშნაობები და სხვა.

გასულ წელს  ობიექტის დატვირთულობა 90% იყო. მიმდინარე წლის მოლოდინია, რომ ეს მაჩვენებელი გაიზრდება.

“ტურისტულ სეგმენტში საკმაოდ აქტიურად ვართ წარმოდგენილი. მოთხოვნა იზრდება და  გვჭირდება ახალი ინფრასტრუქტურა. სამომავლოდ მცირე, საოჯახო ტიპის სასტუმრო და კოტეჯები გვინდა დავამატოთ. გვექნება ასევე მარანი, რაზეც მუშაობა წელსვე დავიწყეთ. წელს წვრილი ინფრასტრუქტურული სამუშაოებით დავკავდებით, მომავალ წელს კი განთავსების ობიექტებს დავამატებთ და მარნის მშენებლობას დავასრულებთ“, – აცხადებს კახა გასვიანი.

ტურისტული ობიექტის ხელმძღვანელი ლეჩხუმის ტურისტულ პოტენციალზეც ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ ყველა პირობაა, სოფელი ქულბაქი და ზოგადად ლეჩხუმი საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული  ტურისტული  ადგილი გახდეს.

“წინა წლებში ძალიან გვიჭირდა ტურისტების მომსახურება, რადგან გზა არ იყო. წელს ინფრასტრუქტურული პრობლემები მოგვარებულია, ამიტომ მეტ ინტერესს ველოდებით. ვფიქრობთ, მკვეთრი ზრდა გვექნება, თუმცა კონკრეტულად რა მაჩვენებლით, ვარაუდი ჯერ ადრეა. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ლეჩხუმის პოტენციალი სწორად წარმოვაჩინოთ. ტურისტულად იგი აქამდე ერთ-ერთი მივიწყებული კუთხე იყო. გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ ‘’ქულბაქის მწვანე ტბების“ დიდი დამსახურებაა, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ბევრმა ადამიანმა გაიცნო. ხვამლის მთა, ისტორიული ციხეები, ტაძრები, არაჩვეულებრივი ბუნება, ჩანჩქერები, აქ ყველაფერია, რაც ტურისტს იზიდავს“, – განმარტავს კახა გასვიანი.

მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი დაბრკოლება, რაც შეიძლება ტურისტული ობიექტის საქმიანობისთვის ხელშემშლელი იყოს, კადრების დეფიციტია, რის საჭიროებაც  უფრო გამოიკვეთება სამომავლოდ, როცა ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

ცნობისთვის, ტურისტული ობიექტი  ‘’ქულბაქის მწვანე ტბა“ ლეჩხუმისკენ მიმავალი ცენტრალური მაგისტრალიდან 10 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, სოფლების – ჩქუმისა და ქულბაქის თავზე მდებარეობს. ‘’ლეჩხუმის ოაზისად’’ წოდებული ადგილი ვიზიტორებს 2007 წლიდან მასპინძლობს.

bp.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი და საქართველოს ტურისტული პოტენციალი
აჭარა

საქართველო ტურიზმიდან 2026 წელს $4.9 მლრდ-ს, 2027 წელს კი $5.3 მლრდ-ს მიიღებს – Galt & Taggart-ის პროგნოზი

საქართველოს ტურიზმის შემოსავლების პროგნოზი მომდევნო ორი წლისთვის ზრდის ტენდენციას აჩვენებს. საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის შეფასებით, 2026 წელს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს, 2027 წელს კი…

: ხელოვნური ინტელექტი ტურიზმში და მოგზაურობის დაგეგმვა AI ასისტენტის დახმარებით
აჭარა

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ტურიზმს და რა უნდა იცოდნენ ქართულმა ტურისტულმა ბიზნესებმა?

AI ტურიზმში საქართველოში ახალ შესაძლებლობებს ქმნის და თანდათან ცვლის როგორც მოგზაურების ქცევას, ისე ტურისტული კომპანიების მუშაობის წესებს. მოგზაურებს უკვე შეუძლიათ AI ასისტენტების დახმარებით შეარჩიონ მიმართულებები, დაგეგმონ მარშრუტები, შეადარონ სასტუმროები და…

ტურისტული გიდების რეგისტრაცია საქართველოში
აჭარა

ტურისტული გიდების, ტუროპერატორებისა და ტურაგენტების რეგისტრაცია სავალდებულოა – 2027 წლიდან ჯარიმები ამოქმედდება

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს ახალი საკანონმდებლო ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებს. 2026 წლის 1 ივნისიდან ტურისტული გიდების, ტუროპერატორებისა და ტურისტული სააგენტოების (ტურაგენტების) რეგისტრაცია ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ბაზაში სავალდებულოა. რეგისტრაციის…